„ცივილიზებულობის ნიშნებს ვკარგავთ ამ ბრძოლაში, რომელიც, ე.წ. ხელისუფლებამ გამოუცხადა მარტო ოპოზიციას კი არა მთელ საზოგადოებას, არამსამათვრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს. არ მინდა, რომ ჩემი სამშობლო, ჩემი სახელმწიფო ამისთანა ტკივილით და ამისთანა მძიმე გამოცდილებით მოპოვებულ რეპუტაციას, ასე ადვილად ხარჯავდეს. ოთხი თვეა, მეც, ჩემი კამპანიის ხელმძღვანელიც, ჩვენი შტაბის ყველა წევრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერები ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ეს საელჩოები, რომელიც ჩვენს მოკავშირეებს ჰყავთ თბილისში, უსაქმოდ არ სხედან. ყოველ ფაქტზე ხდება დედაქალაქის ინფორმირება, დედაქალაქი შესაბამისად, ინფორმაციას უკვე აწვდის თავისი ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ევროპარლამენტარებამდე მიდის მთელი ინფორმაცია. გნებავთ, ეს იყო ომეგა-იბერიის საქმე, გნებავთ ეს იყო ყალბი პირადობების დაბეჭდვა, გნებავთ ჩვენი მხარდამჭერების ცემა.“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძემ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ ინტერვიუზეც ისაუბრა. მისი თქმით, ოქუაშვილის ნათქვამი ყოველთვის მტკიცებულებებით დასტურდება.
„ეს არის საგა, მრავალსერიანი მხატვრული ფილმი. როცა ბატონი ოქუაშვილი ასახელებს ფაქტს და შემდეგ ეს ფაქტი მყარდება მტკიცებულებებით. გუშინ მან თქვა, რომ შესაბამის მტკიცებულებებს ბრიტანეთის გამოძიებას და ფრანგულ გამოძიებას წარუდგენს. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ეს მტკიცებულებები, რომელსაც ბატონი ოქუაშვილი საზოგადოებას სამ თვეზე მეტია წარუდგენს, სრულიად საკმარისია. შემიძლია დაგამშვიდოთ, აუცილებლად კიდევ ბევრჯერ გაახარებს ოქუაშვილი, ე.წ. ქართულ ოცნებას.“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






