„ქვეყანა სათამაშო არაა... გათენების და დაღამების არ უნდა გვეშინოდეს"- გაერთიანებული ოპოზიცია ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდა (ვიდეო)
პოლიტიკა - 14:36, 22 Nov, 2018     1645
გაერთიანებული ოპოზიცია მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს, დღეს „ძალა ერთობაშიას“ ლიდერები ყოფილ პირველ ლედისთან, სანდრა რულოვსთან ერთად იმერეთის რეგიონში იმყოფებიან. ზესტაფონის ბაზარში მოვაჭრეებთან შეხვედრის დროს ბაჩუკი ქარდავას და სანდრა რულოვსს თან ახლდათ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე და იუმორისტი ქართლოს ნატროშვილი.


მოვაჭრეები სანდრა რულოვს და ოპოზიციის წარმომადგენლებს იმ პრობლემებზე ესაუბრნენ, რომელიც იმერეთის მოსახლეობას აწუხებს, მათ შორისაა მძიმე სოციალური მდგომარეობა და უმუშევრობა. მათი თქმით ხალხს ფული არ აქვს, შესაბამისად ბაზარში ვაჭრობაც შემცირებულია. მოსახლეობა ხელისუფლებას ტყუილი დაპირებების გაცემაში ადანაშაულებს. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, „ქართული ოცნება“ ქვეყანას სათამაშოსავით ეპყრობა:

„ქვეყანა სათამაშო არაა... ჩვენ არსებობა გვინდა, ოჯახები გვყავს, ამდენი ტყუილები როგორ შეიძლება. მშვიდობიან ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, გათენების და დაღამების არ უნდა გვეშინოდეს.“- განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

ოპოზიციამ ამომრჩველებს 28 ნოემბერს აქტიურობისკენ მოუწოდა, მათი განხადებით ცვლილებებისთვის აუცილებელია ამომრჩეველი სახლში არ დარჩეს და მათი უკმაყოფილება საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42