"მე ვუხდი ბოდიშს ონკოლოგიურ პაციენტებს საზმაუს და ნებისმიერი ადამიანის სახელით, თუ ვინმემ ამ ფეიკ ნიუსიდან გამომდინარე, თავი ცუდად იგრძნო"- გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 13:25, 22 Nov, 2018     5418
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ონკოლოგიურ პაციენტებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებები გააკეთა. ვაშაძის თქმით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაადგინა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მისი ნათქვამი დაამახინჯა. ვაშაძემ ჯანდაცვის სფეროში გაერთიანებული ოპოზიციის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში ონკოლოგიური თუ სხვა დაავადებების მქონე პაციენტებს ექნებათ გაცილებით მეტი ყურადღება, ვიდრე დღესაა:


„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დადგინდა, რომ ჩემი სახელით გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია ონკო პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენი პროგრამა შედგენა სამი კომპონენტისგან, ესაა: ზრდა, დაფინანსების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. სიმსივნური და ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში და თითოეული პაციენტი, ვისაც დღეს აქვს ეს პრობლემა, ექნება გაცილებით მეტი ყურადღება, ვიდრე არის დღეს.

მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკების ჩამოტანა ქვეყანაში, მეორე, პრევენციაზე გაცილებით მეტის დახარჯვა, არა 15 წერტილი, რომელიც დღეს საქართველოშია, არამედ ყველა რაიონში უნდა იყოს. სკრინინგის პროგრამა- რომელიც დაადგენს წინასწარ ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველაფერს და მესამე, ყველაზე მთავარი- საქართველოში დაავადებულთა შორის მეორე ადგილზე არის ონკოლოგიური დაავადებები. არ შეიძლება არეული, გაუგებარი მექანიზმი არსებობდეს ამ დაავადების აღმოფხვრის და მის წინააღმდეგ ბრძოლის ქვეყანაში.“- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს მიმართა და ბოდიში მოუხადა იმის გამო, თუ მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დამახინჯებული მისი გამონათქვამის გამო თავი ცუდად იგრძნეს:

„რაც შეეხება იმ ფრაზებს, რომელიც მოგლიჯა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მიაბა-მოაბა, მე ვუხდი ბოდიშს ონკოლოგიურ პაციენტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის და ნებისმიერი ადამიანის სახელით, თუ ვინმემ ამ ფეიკ ნიუსიდან გამომდინარე, თავი ცუდად იგრძნო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კონკრეტულად დაადგინა- ეს იყო ფეიკ ნიუსი, რომელიც გაავრცელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. უნდა მოსულიყვნენ თქვენი იურისტები და არც კი მოვიდნენ. იცოდნენ, ყალბი ინფორმაცია რომ იყო.

ჩემი ციტატა არ იყო იქ, იქ იყო ჩემი ციტატა გაგლეჯილი შუაზე. რომელიც დაადგინა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და პასუხი გაგცათ. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ყველა ადამიანის ჯიბიდან ფინანსდება, ასეთ ფეიკ ნიუსებს არ უნდა ავრცელებდეს. სამარცხვინოა, როცა ამაზე მიწევს თავის მართლება. ეს ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში არია, თქვენ თუ ბოდიშს არ იხდით, მე ვარ მზად ბოდიში მოვიხადო. თქვენი ამ მანიპულაციის შედეგად, ბევრმა ადამიანმა ძალიან ცუდად იგრძნო თავი.

ფრთხილად უნდა ვიყოთ, არჩევნები არჩევნებია, მაგრამ არსებობს ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტი. არსებობს ადამიანები,რომლებზეც ჩვენი დაწერილი ზეგავლენას ახდენს. ის რაც გააკეთა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მეც მძიმე მდგომარეობაში ჩამაყენა. ბევრმა ადამიანმა მე და ჩემს ოჯახის წევრებს პირადად მოგვწერეს,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42