1988 წლის 22-29 ნოემბრის პირველი, მასშტაბური, საპროტესტო შიმშილობის აქციიდან 30 წელი გავიდა
პოლიტიკა - 13:25, 22 Nov, 2018     4380

30 წლის წინ, 1988 წლის 22 ნოემბერს, რუსთაველის პროსპექტზე, ამჟამინდელი პარლამენტის შენობასთან, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ინიციატივით, 62 ეროვნულ-დემოკრატმა გიორგი ჭანტურიას ხელმძღვანელობით დაიწყო პირველი მასშტაბური საპროტესტო შიმშილობა საქართველოში.

ეს იყო პირველი მასშტაბური აქცია, სადაც მომიტინგეებმა საქართველოს დამოუკიდებლობა ღიად მოითხოვეს. „ედპ“-ს შეუერთდა საქართველოს დამოუკიდებლობითვის მებრძოლი ყველა ე.წ. "არაფორმალური" ორგანიზაცია და ათიათასობით საქართველოს მოქალაქე.

მთავრობის სახლთან კარვები გაიშალა. თუმცა, უმრავლესობას ღია ცის ქვეშ ეძინა. თითქმის ყოველდღე იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგები, რომლებზეც გამოდიოდნენ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი, თამარ ჩხეიძე, ირაკლი შენგელაია, ზურაბ ჭავჭავაძე და სხვები. რუსთაველის გამზირი ჩაიკეტა ავტომანქანებისათვის. იზრდებოდა მოშიმშილე ადამიანების რიცხვი, რომელმაც თითქმის 1000-მდე მიაღწია.

აქციის ძირითადი მოთხოვნა იყო მოკავშირე რესპუბლიკების საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის უფლების შენარჩუნება კონსტიტუციაში. ანალოგიური მასტაბური აქციები მიმდინარეობდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებშიც.

აქცია 29 ნოემბრამდე გაგრძელდა. გორბაჩოვის გადაწყვეტილებით, საბჭოთა კონსტიტუციიდან სსრკ-დან რესპუბლიკების გასვლის მუხლი აღარ ამოიღეს. რუსთაველის გამზირის რადიოქსელით წაიკითხეს მიხეილ გორბაჩოვის მიმართვა «საქართველოს ახალგაზრდობისადმი». იგი სიმშვიდისკენ მოუწოდებდა «შესანიშნავ, ლამაზ ქართველ ახალგაზრდობას». გორბაჩოვის მიმართვას აქციის მონაწილეები სტვენითა და აღშფოთებული შეძახილებით შეხვდნენ. მიტინგის დასრულებისთანავე აქცია შეწყდა. მოშიმშილეები საავადმყოფოებში წაიყვანეს.

ნოემბრის აქციამ, საყოველთაო აღიარებით, საფუძველი ჩაუყარა ეროვნული-მოძრაობის შემდგომ მასშტაბურ საპროტესო აქციებს, რომლებზეც დამოუკიდებლობის მოთხოვნა უფრო და უფრო ხმამაღლა გაისმოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42