უკიდურესად მძიმე შეფასებები და უპრეცედენტო კრიტიკა - გაერთიანებული ოპოზიცია ევროპარლამენტარების განაცხადებებს შემაშფოთებელს უწოდებს
პოლიტიკა - 12:39, 22 Nov, 2018     1052
საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მხრიდან წამოსულ კრიტიკულ შეფასებებს ოპოზიცია შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყანა ყოველმხრივ მძიმე მდგომაროებაში ჩააგდო. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, მსგავსი კრიტიკა არ ახსოვს არც უკრაინას არც მოლდოვას მიმართა და არცერთი იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვს.


„უკიდურესად მძიმე შეფასებები, რომლის მსგავსი არათუ საქართველოზე, არც უკრაინაზე და არც მოლდოვაზე, რომელთაც აქვთ ასოცირების შეთანხმება, არ მახსოვს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რა მძიმე მდგომაროებაში ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ" ხალხი, საზოგადოება, ქვეყანა, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, რომ არჩევნებში რაღაცნაირად მისთვის სასარგებლო შედეგი მიიღოს. ის რაც მათ გააკეთეს ამომრჩევლების მოსყიდვის კუთხით, ამას მსოფლიოში პრეცედენტი არ აქვს.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია უპრეცედენტოს უწოდეს ყალბი დოკუმენტების დამზადებასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებებს:

„მე არ მახსენდება რომ არასამთავრობოებს ასე ერთობლივდ გაეკეთებინოთ განცხადება დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით, მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში. ძალიან ბევრი არჩევნები შეფასებულა კრიტიკულად, მათ შორის ევროპარლამენტარების მხრიდანაც, განსაკუთრებით საგანგაშოა სწორედ ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადებები ყალბი დოკუმენტების დამზადებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა ის რომ ხელისუფლება ისევ არაადეკვატურად პასუხობს ამ ბრალდებას. დავინახეთ, რომ გვაქვს უპრეცენდენტო სიმძიმის საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც საარჩევნო კამპანიის ისე, სახელისუფლებო რესურსის გამოყენების თვალსაზრისით და ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა“- განაცხადა თამარ კორძაიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები და განცხადებები, რომელიც გაკეთდა არის ყველაზე მწვავე რომელიც გაკეთებულა ბოლო წლების განმავლობაში:

„მთავრობას ვარდისფერი სათვალეები აქვს მორგებული და მხოლოდ იმ ნაწილებს კითხულობს ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებების და გამოსვლების, რომელიც მათ აწყობთ და ახდენენ იმის ნიველირებას, რაც არ აწყობთ. ამ დროს კი ამ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები და განცხადებები, რომელიც გაკეთდა არის ყველაზე მწვავე რომელიც გაკეთებულა ბოლო წლების განმავლობაში. შეუძლებელია, რომ ამას ყურადღება არ მიაქციო და არ გაითვალისწინო. თუ ამათ უნდათ, რომ სირაქლემის პოზაში გააგრძელონ ჰოფნა, ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის.“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ევროპარლამენტში ბრალდებები იმ რამდენიმე დეპუტატისგან ისმოდა, რომლებიც ენმ-ს პოლიტიკური პარტნიორები არიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42