“საქართველოსს ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთა. ის უკვე შეგუებულია იმას, რომ ქართველი ამომრჩეველი მას არსად, არცერთ რაიონში, განასაკუთრებით ზუგდიდში და სამეგრელოში, მას ტოტალურად არ უჭერს მხარს. ერთადერთი, რამაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილი „გადაარჩინოს“, ეს არის კატასტროფული გაყალბება, რომელიც კატასტროფული შედეგებით დასრულდება ქართული სახელმწიფოს მომავლისთვის. ალბათ იხილეთ ევროპარლამენტარების განცხადებები, მე ვფლობ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებში განწყობებთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილს , რომელასაც საქართველოს მოსახლეობის მინიმალური რაოდენობაც კი არ უჭერს მხარს, არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს, თუ ის ამ არჩვენებს და ძალაუფლებას მიიტაცებს, ქართველი ამომრჩეველი და საერთაშორისო თანამეგობრობა მას ამას უბრალოდ არ აპატიებს. მე მინდა ეს იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა და ამით გადაირჩინოს საკუთარი თავიც და ბოროტება არ გაუკეთოს ქართული სახელმწიფოს მომავალს და პერსპექტივას.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ქარდავას თქმით, მასობრივად ხდება მოსახლეობისთვის პირადობების მოწმობების გამორთმევა და სოციალური დახმარების მოხსნით დამუქრება. მან კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა და განაცხადა, რომ მოსახლეობაზე ზეწოლა შს მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით ხდება:
„მე არ ვიცი რას აკეთებს გახარია, ის კვირების განმავლობაში არის ზუგდიდში, ვინ მართავს შს სამინისტროს გაუგებარია, მაშინ როდესაც მინისტრი დაკავებულია ძველ ბიჭებთან „ფლირტით“, როგორ დაიცავს გახარია ქვეყანას კრიმინალებისგან, როდესაც თვითონ არის კრიმინალებთან კოალიციაში.“- განაცხადა ქარდავამ.
ქარდავას თქმით, ხელისუფლება სამეგრელოში სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, რაც ამომრჩევლი ხმების მოსყიდვას გულისხმობს. მან ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველზე განხორციელებულ ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა:
„ქართული ოცნების ოფისში დაბარებული იქნა სამეგრელო-ზემო სვანეთის ხე-ტყის დეპარტამენტის მოადგილე მამუკა გადელია და მას მიეცა მითითება, რომ მას უზრუნველეყო სამეგრელოს სოფლებში იმ ადამიანებისთვის შეშის მიცემა, რომლებიც მათ ხმის მიცემას დაპირდნენ. სითბო ადამიანებს არჩევნებამდეც სჭირდებოდა, ეს „გულუხვობა“ კი სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ კადრების ჩაწერიდან მეორე დღეს სოფელ რიყეში და არამარტო იქ სამხედრო და პოლიციის მანქანებით იქნა შეშა დარიგებული.
ჯიხაშკარის რწმუნებულმა ავთო მარღიამ მცირეოდენი ფქვილის სანაცვლოდ სოფლის მოსახლეობის ნაწილს პირადობებს ართმევს, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცეთ.
სოფელ შამგონაში, ვეტერანთა კავშირის ხელმძღვანელი რევაზ გაბუნია დადის და მთელ სოფელს აშინებს, გაჭირვებულ ადამიანებს ეუბნება რომ სოციალურ დახმარებებს უხსნიან და ამ დახმარების აღდგენის სანაცვლოდ მათგან პირადობებს და ხმის მიცემას ითხოვენ.
ანალოგიური ხდება სოფელ ჭაქვინჯში, სადაც ჩასახლებულები არიან ეკომიგრანტები აჭარიდან, ეს ზონა არის ფაქტობრივად რეზერვაციაში, ალყაშემორტყმულია ხელისუფლებისგან და ცდილობენ, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს არ მისცენ საშუალება გამოხატონ თავისუფალი ნება არჩვენებზე.
მინდა ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილმა და ამ შემთხვევაში გახარიამ, რომელიც მართავს პროცესებს, იცოდეს, მას აუცილებლად დამარცხებული მოუწევს აქედან წასვლა, რადგან მას დაამარცხებს არა გაერთაინებული ოპოზიცია, არამედ სამეგრელოს ამომრჩეველი, ქართველი ხალხი, რომელთაც არ სურთ ქვეყნის პრეზიდენტად მოღალატე, ისინი დაიღალნენ ბიძინა ივანიშვილის ტყუილებისგან, მათ არ სჯერათ ამ ხელისუფლების. ცრუ ხელისუფლებას ეს ხალხი 28 ნოემბერს აუცილებლად გაისტუმრებს სახლში“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ
მასალის გამოყენების პირობები






