ცესკო „ნაციონალურ მოძრაობას“ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 21:44, 21 Nov, 2018     894

ცენტრალური საარჩევნო კომისია „ნაციონალურ მოძრაობას“ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკანორ მელიას მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიმართ გაჟღერდა უსაფუძვლო ბრალდება და გავრცელდა მცდარი ინფორმაცია.

მისი განცხადებით, ცესკო ხელოვნურად აყოვნებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროების პროცესს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების მიზნით, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ცესკოს მონაცემები გადმოსცეს მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, იმ დღის მდგომარეობით.

ცხადია, ამომრჩეველთა სიის მოცულობიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი იყო საჭირო მონაცემების დასამუშავებლად. ამ დროისთვის აღნიშნული პროცესი უკვე დასრულებულია და ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია ხელმისაწვდომია უფლებამოსილი პირებისთვის.

ამასთან, მიმდინარე წლის 20 ნოემბერს ცესკო-ში შემოვიდა და დარეგისტრირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წერილობითი მოთხოვნა ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემასთან დაკავშირებით. ნაცვლად კანონით დადგენილი ორდღიანი ვადისა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ელექტრონული ვერსია გაიცა ერთ დღეში, 21 ნოემბერს.

გარდა ამისა, ნიკანორ მელიამ განაცხადა, რომ თელავში, „ერთ პატარა ქალაქში“ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა 1019 ამომრჩევლით, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. აღსანიშნავია, რომ თელავის საარჩევნო ოლქში მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია მხოლოდ 134-ით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, არჩევნების მეორე ტურისთვის, ცესკო-ს მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე. შესაბამისად, მივმართავთ არჩევნებში მონაწილე მხარეებს, თავი შეიკავონ იმგვარი დაუსაბუთებელი განცხადებებისგან, რომელიც აზიანებს საარჩევნო პროცესს" - აღნიშნულია ცესკოს- მიერ გავრცლებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42