21-23 ნოემბერს თბილისში რუსული კინოს ფესტივალი “პაემანი - კინორომანი” იმართება.
ღონისძიება ნაწილია ფესტივალისა „პაემანი რუსეთთან“, რომლის მიზანია რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზება დსთ-ის ქვეყნებსა და საქართველოში, ისტორიულად ახლობელი ხალხების კულტურული კავშირების განმტკიცება. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“ ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორია.
როგორც ერთ-ერთი მონაწილე პოეტი ვაზგენ ოგანესიანი აცხადებს, ის არ თვლის, რომ რუსეთი ოკუპანტია, რადგან რუსეთი მისთვის პოლიტიკური სისტემა არ არის.
„მე არ ვთვლი, რომ რუსეთი ოკუპანტია, რადგან რუსეთი ჩემთვის პოლიტიკური სისტემა არ არის, ჩემთვის რუსეთი არის ხალხი, რომელთაც ძალიან უყვართ ქართველები და ჩემი რუსი მეგობრები ჩამოდიან და აღფრთოვანებულები არიან საქართველოში. ამბობენ, რომ აქ საცხოვრებლად უნდათ გადმოსვლა ამიტომაც არ ვთვლი, რომ რუსეთი ოკუპანტია, რადგან პოლიტიკა და ხალხი განსხვავებული ცნებებია" - აღნიშნა პოეტმა.
მასალის გამოყენების პირობები






