როგორია ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 19:13, 21 Nov, 2018     1257
სპეციალური პენიტენციური სამსახური ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულს, სასჯელის მოხდის პერიოდში, ყველა ეტაპზე გაეწია ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროებების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც გულისხმობს კლინიკო-ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევებით უზრუნველყოფას, სხვადასხვა პროფილის ექიმი-სპეციალისტების კონსულტაციების ჩატარებასა და დადგენილი დიაგნოზების შესაბამის მკურნალობას როგორც პენიტენციური სისტემაში, ისე სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკებში.

შესაძლო ეგზოგენური ინტოქსიკაციის გამორიცხვის მიზნით, მსჯავრდებულს ტოქსიკოლოგების რეკომენდაციით, მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, შპს „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ შორის გამოკვლეულ იქნა სისხლში ტყვიის შემცველობა, შედეგით - ნორმის ფარგლებში.

ამასთან, გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით, მწვავე და ქრონიკული ეგზოგენური ინტოქსიკაციის ნიშნები გამოირიცხა. ტოქსიკოლოგიური მიმართულებით, დამატებითი გამოკვლევების ჩატარება ობიექტურ-კლინიკურ შეფასებისა და არსებული მონაცემების გათვალისწინებით, რეკომენდებული არ ყოფილა. ასევე, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის ჩატარება არცერთი პროფილის ექიმი-სპეციალისტის მიერ საჭიროდ არ იქნა მიჩნეული.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული, სტაციონარული მკურნალობის კრიტერიუმის ამოწურვის შემდეგ, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გადაყვანილი იქნა სასჯელის მოხდის ადგილას.

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს შპს „მედიქლაბ ჯორჯიას“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკიდან გაწერის ეტაპზე იყო დამაკმაყოფილებელი" - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42