თბილისში ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები განთავსდა
პოლიტიკა - 17:46, 21 Nov, 2018     438

თბილისში ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები განთავსდა. ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე გაეცნო. მისი განცხადებით, თითოეული ნარჩენი, რომელიც აღნიშნულ სტენდში მოხვდება, მეორად პროდუქტად გადამუშავდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული ნარჩენი, რომელიც ამ სტენდში მოხვდება, იქნება გადამუშავებული მეორად პროდუქტად, რაც არის ერთიანი სამთავრობო „მწვანე პოლიტიკის“ განუყოფელი ნაწილი. ვფიქრობთ, რომ ეს არის ეკონომიკური განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნის ახალი ერა და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მთლიანად უზრუნველყოფს ნარჩენების მინიმიზაციას”, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები თბილისის მერიას, "თბილსერვის ჯგუფს", „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში უკვე 13 ადგილზე განთავსდა. კერძოდ, ვაკის რაიონის გამგეობასთან, ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან, 31-ე საჯარო სკოლასთან, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ისნის რაიონის გამგეობასთან, მეტრო „უნივერსიტეტთან“, „ექსპო ჯორჯიასთან“, - მიხეილ თამარაშვილის ქ. #10ა; ტექნიკური უნივერისტეტის მე-6 კორპუსთან; სამედიცინო უნივერსიტეტთან; ლისის ტბაზე; თსუ-ის მე-10 კორპუსთან; 62-ე საჯარო სკოლასთან.

თბილისის მერიას, „თბილსერვის ჯგუფს“, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის 2018 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობას მერიის პროექტის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, დედაქალაქში ნარჩენების სეპარაციის სისტემის ეტაპობრივი დანერგვის, ასევე, ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობას. მემორანდუმი ნარჩენების მართვის კოდექსსა და ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას ეფუძნება.

ღონისძიებას „თბილსერვის ჯგუფის“ ხელძღვანელი ლევან ჯღარკავა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) აღმასრულებელი დირექტორი და USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42