"მე არ მიზეიმია ეგზიტპოლის შედეგები, თავიდანვე ვთქვი, რომ ვარ ფრთხილი" - სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 16:36, 21 Nov, 2018     864

"მე არ მიზეიმია ეგზიტპოლის შედეგები, თავიდანვე ვთქვი, რომ ვარ ფრთხილი და ველოდებოდი ოფიციალურ შედეგებს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. მედიის წარმომადგენლებმა მას კითხვა დაუსვეს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ ეგზიტპოლის თემაზე მას მკაცრი საუბარი ჰქონდა გუნდში, 14 პროცენტი სხვაობა სირცხვილია და ამას კვლევა აღარ ჰქვია.

„მე არ მიზეიმია ეგზიტპოლის შედეგები. თავიდანვე ვთქვი, რომ გამიხარდა შედეგები და აქვე აღვნიშნე, რომ ვარ ფრთხილი და ველოდებოდი საბოლოო ოფიციალურ შედეგებს. მე ყოველთვის ასე ვიქცევი. მეორე ტურშიც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს. ეგზიტპოლი ეგზიტპოლია და ყველამ ვიცით, ცდომილება არსებობს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება სხვა თემებზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, ბატონი ბიძინა საუბრობდა, როგორც პარტიის თავმჯდომარე. მე ამის შეფასებაში არ უნდა მივიღო მონაწილეობა. ეს არ იქნება სწორი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42