„მინდა მივმართო ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არაა ხელმისაწვდომი ამომრჩევლების ერთიანი სია, კანონის თანახმად თქვენ ვალდებული ხართ რომ ეს სიები საჯარო გახადოთ და თქვენ ამ სიებს მალავთ, იმიტომ რომ აიბლანდეთ იმ გაყალბებაში. 7 ნოემბერს თქვენ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეთ ცესკოში რის თანახმადაც, პირველად საქართველოს ისტორიაში შესაძლებლობა გააჩინეთ, რომ მეორე ტურში მომხდარიყო იმ ამომრჩეველთა რეგისტრაცია, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული პირველ ტურში, მაშინ როდესაც მეორე ტური უნდა ჩატარებულიყო პირველ ტურში რეგისტრირებული ამომრჩეველთა სიის მიხედვით. ჩვენი ძალიან სანდო ინფორმაციით, მხოლოდ თელავში, ერთ პატარა ქალაქში 1019 ამომრჩევლით არის გაზრდილი, რიტორიკულად გეკითხებით საიდან გაიგო ამ 1019 მოქალაქემ რომ ცესკომ მიიღო დადგენილება, რომ 8-9 ნოემბერს შესაძლებლობა გაუჩენიათ რეგისტრაციის. ერთ პატარა ქალაქში რომ 1000-ით არის გაზრდილი წარმოუდგინეთ რა ხდება ქუთაისში და თბილისში. ვინ არის ეს 1000 თელაველი საიდან მოვიდნენ. ჩვენი ინფორმაციით თქვენ სუს-ის ხელმძღვანელობასთან ერთად სხედხართ და ცდილობთ ამომრჩეველთა სია შეამციროთ, იმიტომ რომ უსაშველოდ გაქვთ გაზრდილი, ამას აკეთებთ იმ ადამიანების ხარჯზე ვისაც პირადობები ჩამოართვით და ცდილობთ სიაში ჩააკვეხოთ გაყალბებული პირადობების მოწმობებით აღჭურვილი ადამიანები. გაასაჯაროვეთ ეს ერთიანი სია, რომ გადავიდეთ საგანგებო მუშაობის სქემაზე და მისხალ-მისხალ გავიაროთ ამომრჩევლების სია.“- განაცხადა ნიკა მელიამ. მისი თქმით, მსგავსი ქმედებებით, ცესკოს თავმჯდომარე სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის და თამარ ჟვანიას აუცილებლად მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება.
მასალის გამოყენების პირობები






