ღონისძიება ნაწილია ფესტივალისა „პაემანი რუსეთთან“, რომლის მიზანია რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზება დსთ-ის ქვეყნებსა და საქართველოში, ისტორიულად ახლობელი ხალხების კულტურული კავშირების განმტკიცება. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“ ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორია.
Sputnik–საქართველოს” მულტიმედიურ პრესცენტრში დაგეგმილია ფესტივალის მონაწილეებისა და ორგანიზატორების პრესკონფერენცია. კინოფესტივალის პროგრამის შესახებ ისაუბრებენ:
ფესტივალის „პაემანი რუსეთთან“ დამფუძნებელი და გენერალური პროდიუსერი ვლადიმირ პიროჟოკი;
ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი, პედაგოგი ირაკლი კვირიკაძე;
რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი, საბავშვო ჟურნალ „ერალაშის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ბორის გრაჩევსკი;
რუსი პროდიუსერი, კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, კინოჯგუფის 2ПЛАN2 გენერალური პროდიუსერი ალექსანდრ შეინი;
რუსი მომღერალი და მსახიობი ეკატერინა ბელოცერკოვსკაია;
პოეტი ვაზგენ ოგანესიანი;
კინომსახიობი, მომღერალი ელგუჯა ბურდული
ბოლო პერიოდში თბილისში რამდენიმე რუსული ფორუმი იყო დაგეგმილი, მათი ნაწილი საზოგადოების მხრიდან პროტესტის გამო ჩაიშალა ან შეზღუდულ ფორმატში ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები






