„ეს არის ჩვენი პირდაპირი მოთხოვნა. გვსურს, ყველა მტკიცებულება გაიხსნას და მერე მოხდეს მასზე მსჯელობა" - განაცხადა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღიდან, ზუსტად ერთი თვის თავზე, 26 დეკემბრის გამთენიისას, მისი ლიკვიდაცია მოხდა, ეს არის უმძიმესი პერიოდი. ამიტომ, მოვითხოვთ, ამ დროისთვის თბილისის პროკურატურამ დაასრულოს გამოძიება, მიიღონ შემაჯამებელი გადაწყვეტილება. ეს არის გახმაურებული დანაშაული, მოვითხოვთ, პასუხი გაეცეს კითხვებს, მოხდა თუ არა, სპეცრაზმელის მიერ მისი უფლებამოსილების გადამეტება, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს, ან შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე და გვითხრან, პირდაპირ გამოაცხადონ, რომ დანაშაული არ მომხდარა.
დღეს თუ ხვალ, საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად აგებს პასუხს ადამიანის სიცოცხლის უხეში ხელყოფისთვის, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის, მისი ოჯახის წევრების მიმართ არაადამიანური მოპყრობისთვის“, - განაცხადა ოჯახის ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






