"რა მხეციც არის გოგაშვილი, ის მხეცია ჩიმაკაძეც, მათი ადგილი ციხეშიც არ არის"- მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობის დეტალებზე საუბრობს
პოლიტიკა - 14:44, 21 Nov, 2018     1196

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, მის შვილს ხელყუმბარა არ ჰქონია, როგორც ამას ირაკლი ჩიმაკაძე ამტკიცებს. დშვილმოკლული მამა აცხადებს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება ადგილზე 19 წლის ბიჭის მკვლელობის შემდეგ მიიტანეს.

“სოსო გოგაშვილი იმ დილით ჩვენთან ხეობაში იყო ამოსული. რა მხეციც არის გოგაშვილი, ის მხეცია ირაკლი ჩიმაკაძეც. მათი ადგილი ციხეშიც არ არის, ციხეში ადამიანები სხედან, ესენი კი, მხეცები არიან. თემირლანის სისხლი არ შერჩებათ“- ამბობს მაჩალიკაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სპეცოპერაციის დღე გაიხსენა და აღნიშნა, რომ ოჯახი 4 საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ აყვანილი, ვიდრე იმ ხელყუმბარას მოიტანდნენ.

„მეორე სართულზე, თემირლანის ოთახში, რომ ამიყვანეს და მითხრეს, თემირლანმა წინააღმდეგობა გაგვიწიაო, ლოგინს, იატაკს რომ შევხედე, მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი. იქვე ეგდო თემირლანის ტელეფონი, რომელიც სისხლში იყო ამოსვრლი, ასევე ყურსასმენებიც.

რა ხელყუმბარაზე საუბრობთმეთქი, ვკითხე. გახედე, ხელმარცხნივ ხელყუმბარააო, მითხრეს. გავხედე და ერთი წვეთი სისხლი არ იყო იმ ხელყუმბარაზე. შეხედეთ, ამაზე ერთი წვეთი სისხლიც არ არისმეთქი. თემრილანს ხელში რომ სჭეროდა ხელყუმბარა, ის სისხლში ამოსვრილი უნდა ყოფილიყო”- აღნიშნავს მაჩალიკაშვილი და დასძენს, რომ მისი შვილი ადგილზე მოკლეს.

„ მას ისეთი იარაღიდან აქვს მიყენებული ჭრილობა, რომ ის ფაქტობრივად ადგილზევე გარდაიცვალა. როცა სისხლი ცივდება, თითის ანაბეჭდის აღება შეუძლებელია. თემირლანი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ანაბეჭდებსაც აიღებდნენ. ესენი ყველანი ერთნი არიან, მათ ყველას ერთად აქვთ დანაშაული ჩადენილი, ისინი ერთმანეთს ხელს აფარებენ. ისინი ამაზე პასუხს კანონის ფარგლებში გაგვცემენ“- აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა თვითონ გადადგებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42