სექსუალური შევიწროება საქართველოში - სამართალწარმოების და რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 14:06, 21 Nov, 2018     751
საქართველოში სექსუალური შევიწროების სამართალწარმოების და რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს სახელით, პარლამენტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი მიესალმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საბჭოს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ძირითადი მიმართულებები გაუზიარა.

დიმიტრი ცქიტიშვილმა სექსუალური შევიწროვების, როგორც ერთ-ერთ პრობლემატური საკითხის პრევენციის და საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხედვა გააცნო.

„სექსუალური შევიწროვების საკითხი საკმაოდ პრობლემატურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იგი გლობალური პრობლემაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არახილული და დაფარულია. ამ გამოწვევის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სამართლებრივი ჩარჩო და გარკვეული პრაქტიკის დანერგვა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მსხვერპლის დაცვის გარანტიებს განაპირობებს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პარლამენტის წევრმა გენდერული საბჭოს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პროექტი სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით მომზადდა და მისი ავტორები ინტერესით გაეცნობიან სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებებს და სექსუალურ შევიწროვების პრევენციის საერთაშორისო პრაქტიკას.

„ცვლილებების დაინიცირების შემთხვევაში ვიქნებით უფრო მზად იმისთვის, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ეფექტური და რეალურად განხორციელებადი გავხადოთ“, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საქართველოში სექსუალური შევიწროების სამართალწარმოების და რეგულირების საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრას სამოქალაქო სექტორის, სახალხო დამცველის აპარატის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42