ხუხაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერს ლაპარაკის ნაცვლად მოქმედებას ურჩევს. ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილი საკუთარი პერსონის მიმართ არ იყო თვითკრიტიკული.
"ის ამბობდა, რომ გუნდი უშვებდა შეცდომებს. ამასთანავე, ის ადასტურებს, რომ მართავს, ვიღაცას ხელს მოაჭრის თუ რაღაც გააკეთა და მას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. თუ ის ყველაფრის შემოქმედია, მაშინ როგორ ახერხებდა ეს გუნდი რაღაცა გაეფუჭებინა და ივანიშვილი არაფერ შუაში არ იყო. მან უნდა იცოდეს, რომ მისი ავტორიტეტი სერიოზულადაა შელახული, მის სიტყვას ფასი აქვს დაკარგული. ამიტომ უნდა იმოქმედოს, კი არ უნდა ილაპარაკოს. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ის ამას მოახერხებს, რადგან გარდა იმისა, რომ მასში სურვილი ვერ დავინახე, ასევე მას ამის საშუალებაც არ აქვს. ის გარკვეულწილად არის ამ მანკიერი სისტემის მძევალი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიმართ მის დამოკიდებულებას, როგორც ჩანს, ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. ეს არაა ის საკითხი, რაზეც შეიძლება გუნდისკენ გაიშვიროს ხელი. გარკვეულწილად მისი მხრიდან ეს გადაწყვეტილება თავზე იყო მოხვეული „ქართული ოცნებისთვის“. აქ არ აქვს ის კომფორტი, რომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ხელი დაიბანოს“, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“.
მასალის გამოყენების პირობები






