შსს-მ სისტემური განახლების ფარგლებში ახალი გამომძიებლების სტაჟირების პროგრამა და 1200 მოქმედი გამომძიებლის გადამზადების ეტაპი დაიწყო
პოლიტიკა - 13:54, 21 Nov, 2018     607
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, მოქმედ გამომძიებელთა გადამზადებას და კონკურსის წესით ახალ გამომძიებელთა მიღებას იწყებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების და რეფორმების ფარგლებში:

ახალი გამომძიებლები მხოლოდ კონკურსის გზით შეირჩევიან;

შინაგან საქმეთა სამინისტროს 1200 მოქმედი გამომძიებელი გადამზადების სპეციალურ კურსს აკადემიაში გაივლის;

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები და აკადემიის ტრენერები გადაამზადებენ.

გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მინისტრმა გამომძიებლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საგამოძიებო სისტემის გაძლიერების და გამოძიების ხარისხის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ გადამზადების და სტაჟიორების მიღების ეტაპს. სისტემური განახლება არის რეფორმების მთელი პაკეტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია კრიმინალური პოლიციის რეფორმა და საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება. ჩვენთვის ეს სისტემური რეფორმების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია, რამაც უნდა უზრუნველყოს კომპეტენციის მაღალი ხარისხი და თითოეული ჩვენი მოქალაქის ნდობისთვის, შესაბამისი საპოლიციო მომსახურება. პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს იყო თანამშრომელთა მიღების წესის შეცვლა. ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც სისტემაში იწყებს მუშაობას, მისთვის ყველაფერთან ერთად, ვგულისხმობ სოციალური უზრუნველყოფის ნაწილს, კომპეტენცია და განათლების ხარისხი მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოდიოდნენ ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი იმისთვის, რომ სამინისტრო სწრაფად და ეფექტიანად განვითარდეს.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ 1200 გამომძიებლის გადამზადებას სისტემაში. ეს არის ჩვენთვის ხარისხობრივად ახალი ნაბიჯი. მოგეხსენებათ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებით საგამოძიებო კომპონენტის მხრივ, არაფერი გაკეთებულა. ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ ამ მიმართულებით და ხაზგასმით მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რაც გვაქვს პარტნიორ უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მადლობა ჩვენ ამერიკელ კოლეგებს, ევროპელ პარტნიორებს იმისთვის, რომ მთლიანად სისტემური განახლების ფარგლებში გვერდში გვიდგანან. ჩვენთვის ღირსების საგანია, რომ ეს რეფორმა მივიყვანოთ ბოლომდე.

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს. მათი ყოველდღიური შრომა და მოღვაწეობა, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს ეფექტიანი, ასევე, უნდა იყოს ღირსებით სავსე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ, ზრუნავენ და პასუხისმგებლობას იღებენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ღონისძიებას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

1200-მდე მოქმედი გამომძიებელი, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, ეტაპობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურ კურსს გაივლის და კვალიფიკაციას აიმაღლებს. გადამზადების პროცესში ჩართული არიან პროკურორები, მოსამართლეები და ექსპერტ-კრიმინალისტები. პროგრამა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავს და სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს ეფუძნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრენერი-გამომძიებლები სპეციალური კონკურსის გზით შეარჩია. ტრენერებმა მომზადების კურსი გაიარეს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42