ზეწოლა, მუქარა, მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - "სამართლიანი არჩევნების" შემაშფოთებელი კვლევა
პოლიტიკა - 12:23, 21 Nov, 2018     784
ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, "სამართლიანი არჩევნები“ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს მძიმე შეფასებას აძლევს.

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დღეს მედიას სკანდალური კვლევა წარუდგინეს სადაც ორგანიზაცია პირდაპირ მიუთითებს იმ მძიმე ფაქტებზე, რომელიც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

„სამართლიანი არჩევნები“ ანგარიშში ზეწოლაზე, მუქარაზე, მოსყიდვამ და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ უკვე მასშტაბური სახე მიიღო. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 40 სხვადასხვა ზეწოლა-მუქარის ფაქტი დააფიქსირეს.

ISFED-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ზეწოლა/მუქარის 40 შემთხვევა, საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მუქარის 1 შემთხვევა; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3 შემთხვევა; ფიზიკური დაპირისპირების - 5, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის -13 შემთხვევა; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 14, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 2 შემთხვევა; სააგიტაციო მასალების დაზიანების 6 და დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 შემთხვევა.

„სამ კვირაში პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდშიო საუბარი არის უკვე 40 სხვადასხვა ზეწოლა-მუქარის ფაქტებზე, რომელიც ასე მოკლე ვადაში ასე კონცენტრირებულად ბუნებრივია წარმოადგენს შემაშფოთებელ ტენდენციას. ხშირ შემთხვევაში არის ფაქტები, რომელიც ერთ ამომრჩეველს კი არ მიემართება არამედ მიემართება მასშტაბურად: საჯარო მოხელეებს, კონკრეტულ მუნიციპალიტეტში კონკრეტული ბაგა-ბაღის, ან სკოლის პედაგოგებს ან სხვადასხვა კერძო უწყებების თანამშრომლებს. ერთი ფაქტით შეიძლება ზეწოლა ხდებოდეს ათობით ადამიანზე ეს თავისი მასშტაბით არის საკმაოდ პრობლემური და სწორედ ამიტომ ჩვენ ვსაუბრობდით, რომ თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდება და მკაფიო გზავნილები არ იქნება პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა-მუქარის ფაქტები უნდა დასრულდეს და ამ ფაქტებს არ შეწყვეტენ, ამან გარკვეული შედეგები შეიძლება მოჰყვეს“-ამბობს მიხეილ ბენიძე.

ბენიძემ დღეს მთავრობის ინიციატივას, რომელიც ვალების ჩამოწერას გულისხმობს მოსყიდვა უწოდა.

"მასშტაბური მოსყიდვის ფაქტი, სადაც ათასობით ადამიანმა კონკრეტული ფულადი ხასიათის სარგებელი შეიძლება მიიღოს არჩევნების პერიოდში კერძო ფონდის მიერ - ეს ყველაფერი ერთიანობაში შესაძლოა სწორედ საარჩევნო პროცესზე გავლენას ახდენდეს და შესაძლოა მათ შორის ლეგიტიმურობაზეც ჰქონდეს გავლენა თუ არ იქნება ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული"- ამბობს ბენიძე.

"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ზეწოლა ხორციელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში როგორც საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე და სხვა მოწყვლად ამომრჩეველზე.

სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები სისტემატიურად მართავენ შეხვედრებს საჯარო მოხელეებთან, რა დროსაც მათგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ. რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სამსახურიდან გათავისუფლების მუქარას.

"ჩვენი ინფორმაციით, ზუგდიდში კორცხელის საჯარო სკოლის პედაგოგებს მერის წარმომადგენელთა მხრიდან დავალებული აქვთ, რომ არჩევნების დღეს ბიულეტენში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის გასწვრივ მათ საკუთარი სახელის პირველი ასო უნდა გააკეთონ.

ასევე ხაშურში, საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულ ადამიანებს ავალებენ, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სამსახურიდან გათვისუფლდებიან. მათ დაპირდნენ რომ 23 ნოემბერს 300-300 ლარს პრემიის სახით მიიღებენ.

ბორჯომში ბაგა-ბაღის თანამშრომლებს მკაცრად დაევალათ, რომ არჩევნებში მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ და იგივე კამპანია გასწიონ ახლობლებსა და ნათესავებში.

საინტერესოა ასევე მარნეულის ფაქტი, როცა ორმა სტუდენტმა ჩვენს ორგანიზაციას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თუ ისინი კვლავ იქნებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლები, კომპანია "სოკარი" მათ სწავლას არ დააფინანსებს"- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

"სამართლიანი არჩევნების" კვლევა სრულად






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42