საქმე ეხება მესამე სექტორის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება.
„განცხადებები, რომელიც გუშინ გაკეთდა, ბრალი დაედო ცალკეულ პირებს, რომ ადგილი აქვს დოკუმენტების გაყალბებას, აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. ეს არის მტკნარი ტყუილი და არ შეეფერება სინამდვილეს. რაც შეეხება ამაზე ჭეშმარიტების დადგენას, სიმართლე გითხრათ, ალბათ ამის საუკეთესო ფორმა და გზა არის ის, რომ დასახელდეს კონკრეტული ფაქტები, რომელი ფაქტების მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ანალიზი. ვიდრე კონკრეტულად არ იქნება ნათქვამი, რაშია პრობლემა, ასე განცხადების გაკეთება და ბრალის ჩამოკიდება არ არის სწორი. კონკრეტულად, როდესაც ითქმება, რაშია პრობლემა, რამ გამოიწვია, ვინ რაში ხედავს ამ ბრალს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, უფრო კონკრეტულად პასუხის გაცემა. არ შეიძლება, არსებობდეს შანსი იმისა, რომ რეალური დასაყრდენი ჰქონდეს ამ ბრალდებებს“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
მასალის გამოყენების პირობები






