„ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ მისი ხელისუფლების დასასრული დაიწყო და ყველა უბედურების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს“ - გიორგი ვაშაძე ექსპრემიერის ინტერვიუს აფასებს
პოლიტიკა - 12:05, 21 Nov, 2018     974
გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის სატელევიზიო ინტერვიუს "ნიუპოსტთან" აფასებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პირველად აღიარა, იმის შესაძლებლობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შესაძლოა ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.

მისივე შეფასებით, ექსპრემიერი ჩავარდნას ყველას და ყველაფერს აბრალებს, საკუთარი თავის გარდა. ვაშაძის განცხადებით, ივანიშვილმა ძალაუფლებისა და არაფორმალური მმართველობის დასრულების საფრთხე დაინახა.

"პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი - მან პირველად აღიარა, რომ ამ არჩევნებში შესაძლოა ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. მეორე - ივანიშვილი გაუგებარი მიზეზებით ხსნის იმ უბედურებას, რაც ქვეყანაშია. მესამე - ბატონი ივანიშვილი კვლავ სხვებზე გადაბრალების რეჟიმშია: ან ოპოზიციის ბრალია ყველაფერი, ან კვლევის ჯგუფის, ის საკუთარ თავში ყველაზე ნაკლებად ეძებს პრობლემას - გუნდის ბრალიც არის, თუმცა პერსონალურად მისი ბრალი არაფერია. მეოთხე - ეს ადამიანი ძალიან კარგად ხვდება, რომ მისი ხელისუფლებისა და მისი არაფორმალური მმართველობის დასასრული დაიწყო და ფიქრობს რაღაცნაირად გამოძვრეს ამ მძიმე სიტუაციიდან. საგულისხმოა ისიც, რომ გადაცემა ჩანაწერი იყო, პირდაპირ ეთერს გაექცა, რომ საუბრისას შეცდომები აღარ დაეშვა"- განაცხადა "ნიუპოსტთან" გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ივანიშვილის განცხადება შესაძლო დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, მოსახლეობის დაშინებას ემსახურებოდა.

"ის ცდილობს მოსახლეობა დააშინოს. იმაზე ცუდი მდგომარეობა, რაც ქვეყნის ეკონომიკაში დღეს არის, ამაზე რთული მდგომარეობა უბრალოდ წარმოუდგენელია. გაჩერებულია ყველაფერი და უკან მიდის. ყოველდღიურად ვკარგავთ სამუშაო ადგილებს, თუნდაც ამიტომაა ახალი ინიციატივები საჭირო. განცხადებები, რომ გრიგოლ ვაშაძე თითქოს ვერ გახდება პრეზიდენტი, ნიშნავს იმას, რომ მომავალში "გააპრავონ" ის გაყალბების მექანიზმი, რომელსაც ისინი ამუშავებენ. ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო სექტორის განცხადებას ყალბი პირადობების დამზადებასთან დაკავშირებით, ვხედავთ პირადობის მოწმობების გაქირავებას, რომელსაც აწარმოებს "ქართული ოცნება", ვხედავთ რაიონებში ადამიანების პირდაპირ მოსყიდვას და ვხედავთ იმ ტყუილს, რომელიც თითქოს ვალების ჩამოწერას ეხება. ეს არის დიდი ტყუილი და ამომრჩეველთა მასობრივი მოსყიდვა, რასაც ივანიშვილი თავისი ფულით და ფონდის მეშვეობით აკეთებს. ეს ინიციატივა არანაირ 600 000 ადამიანზე არ გავრცელდება და ეს ტყუილი არის იარაღი, რომელიც მის ხელშია დარჩენილი. მომავალზე საერთოდ არ საუბრობენ რას გააკეთებენ, არანაირი ხედვა, არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს. ერთადერთი რაც ფიქრობენ: გავაყალბებთ, მოვისყიდით და იქნება როგორმე შედეგზე გავიდეთ"- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

გიორგი ვაშაძე "ფსიქოპროექტის" მიერ, არჩევნების პირველ ტურში ჩატარებულ კვლევაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილის მრჩეველს ეკუთვნის და დაიწერა ის შედეგები, რომელიც ოლიგარქს ესიამოვნებოდა.

"როცა "ბიგვავა პროდაქშენზე" ვამბობდით, რომ ის საერთოდ კანონგარეშეა, "ქართული ოცნება" ყელმოღერებით გვეუბნებოდნენ, რომ საუკეთესო პროფესიონალებთან ჰქონდათ საქმე. ამ შემთხვევაშიც ივანიშვილი გადაბრალების პოლიტიკას ეწევა და რატომ - "ფსიქოპოროექტი" ყოფილი პრემიერის მრჩეველს, კონსულტანტს ეკუთვნის, და ივანიშვილმა რეალური სურათი ძალიან კარგად იცოდა. ეს კვლევები რეალურად იყო ფურცელზე დაწერილი ის ციფრები, რაც მას უნდოდა ენახა. ახლა კი მისი შეცდომების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს. ისინი რატომღაც ფიქრობდნენ, რომ ადმინისტრაციული რესურსით და გაყალბების მექანიზმებით 52%-ის დადებას შეძლებდნენ. საბოლოოდ ეს ვერ შეძლეს, რადგან ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იყო და მეორე - ჩვენ ძალიან ბევრი კონტრმექანიზმი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მათ მასობრივი გაყალბება ვერ მოეხერხებინათ. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში გადავუკეტეთ მათ გაყალბების გზები და ამიტომაც ყველა დიდი ქალაქი მოიგო გრიგოლ ვაშაძემ. აქვე მინდა ვთქვა, რომ მათ ბევრი ბიულეტენი გააყალბეს, თუმცა ჩვენ ვემზადებით, რომ ამის საშუალება ხელისუფლებას მეორე ტურში არ მივცეთ"- განმარტა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42