"50 მილიონამდე შემცირებული თანხა თბილისელებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება" - პოზიცია დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს
პოლიტიკა - 11:01, 21 Nov, 2018     826
თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.

შეხვედრას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება "ნაციონალური მოძრაობა." ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტში 50 მილიონამდე შემცირებული თანხა თბილისელებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება, მითუმეტეს, რომ სავარაუდოდ ფული ყველაზე დაუცველი ფენისთვის გათვალისწინებულ პროექტებს დააკლდება

„კალაძე ისევ ლარი და თვრამეტად აპირებს სოციალურად დაუცველებს გამოკვებას, თუმცა ნახა სახსრები და 7 მილიონი ლარით იზრდება შრომის ანაზღაურება და წარმომადგენლობითი ხარჯები, რას ნიშნავს, საკუთარ ხელფასებს კიდევ იმატებენ, სარესტორნო ხარჯებიც, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გაიზრდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტში მცირდება სოციალური დაცვა და ჯანდაცვა. ამ კომისიაზე მონაწილეობას არ მივიღებთ, თუმცა დედაქალაქის მერს ინიციატივებს აუცილებლად გავუგზავნით,“- აცხადებს თბილისის საკრებულოს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.

"ევროპული საქართველო-თბილისის" თავმჯდომარე დავით ჟღენტი ამბობს, რომ ბიუჯეტს მხარს არც ის უჭერს.

„პირად საუბრებშიც და საკომისიო მოსმენებზე და სხდომებზეც თვითონ "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ რეალურად ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც არის ორიენტირებული თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე. თბილისში არის ისეთი გაჭირვება და სოციალურად დაუცველებტან მიმართებაში, უფასო სასადილოებთან მიმართებაში კონკრეტულ დაფინანსებას ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ,“ - აცხადებს ჟღენტი.

ოპოზიციას თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისისს თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა პასუხობს.

„შემოტანილი იყო 861 მილიონი 2018 წლის დასაწყისში, ახლა შემოტანილია 871, ანუ 10 მილიონით გაზრდილია, ეს პირველადი ბიუჯეტი. ეს იყო 45 მილიონი შემოტანილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერების სახით ინფრასტრუქტურულ პროექტებში. იქ სადაც ახლა ჩვენ თითქოს გვეუბნებიან, კლება გაქვთ, ეს იყო განპირობებული იმითი, რომ 2018 -ში 45 მილიონი სწორედ ცენტრალურმა სახელმწიფომ, სახელმწიფო ბიუჯეტმა გადმოგვირიცხა,“ - ამბობს ზარქუა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42