"ივანიშვილმა საბეჭდი აპარატი მოიპარა და სოფლებში ბეჭდავს პირადობებს? ეს არასერიოზულია" - ვოლსკი
პოლიტიკა - 23:31, 20 Nov, 2018     787
გია ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციებს ტენდენციურობაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის წევრს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის სახელისუფლებო პროგრამასთან დაკავშირებით მესამე სექტორის კრიტიკა არ მოსწონს.


არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამომრჩევლების მოსყიდვის ეჭვი გამოთქვეს და აღნიშნულ პროგრამაზე გამოძიება მოითხოვეს.

გია ვოლსკი ამბობს, რომ ამ პროგრამას არჩევნებთან არაფერი არ აკავშირებს.

რაც შეეხება მესამე სექტორის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელის ყალბი პირადობების დაბეჭვდას ეხება, გია ვოლსკის მესამე სექტორის წარმომადგენლების კომპეტენციაში ეჭვი ეპარება.

„ერთი ვინმემ აგვიხსნას, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომ დაბეჭდო ეს, რამდენი უნდა დაბეჭდო, როგორ უნდა გამოიყენო? ეს ნაცმოძრაობის პერიოდი ხომ არ არის?! რეგისტრაციას გადის ყველა. ერთი ვინმემ თქვას, როგორ უნდა გამოიყენო? ბიძინა ივანიშვილმა საბეჭდი აპარატი მოიპარა, წაიღო სოფლებში და იქ ბეჭდავს? ეს ცოტა არასერიოზულად მეჩვენება,“ - აცხადებს გია ვოლსკი და მოითხოვს, რომ არასამთავრობოებმა კონკრეტული ფაქტები წარმოადგინონ.

დეპუტატი ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტს გამორიცხავს და აცხადებს, რომ, თუნდაც, ის ფაქტი, რომელიც კარტოფილის და ხახვის დარიგებას ეხებოდა, არასწორად იქნა გავრცელებული. გია ვოლსკის თქმით, ის ადამიანი, ვინც ამ პროდუქტს არიგებდა, არაფერი აკავშირებს „ქართულ ოცნებასთან“.

„სულელური სვლა არის, თუ ვინმეს ვინმეს მოსყიდვა უნდა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკი თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, რომ არჩევნების არალეგიტიმურობის საკითხი წამოსწიოს და ინფორმაციები ამომრჩევლის მოსყიდვის თაობაზე ამას უკავშირდება. მისივე თქმით, ამაში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

წყარო: რუთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42