"სააკაშვილის შეფასებები ვერ მოახდენს გავლენას ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე"- ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 20:07, 20 Nov, 2018     757
​„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კამპანია დაიწყო ქსენოფობიით, გააგრძელა ტერორიზმითა და ბოლოს დააგვირგვინა ანტისემიტიზმით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.


"ამ დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურმა გამონათქვამებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა, თუ რატომ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 28 ნოემბერს პრინციპული არჩევანის გაკეთება.

მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა" იყენებს ევროპული კამპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელ მეთოდებს. მან ეს კამპანია დაიწყო ქსენოფობიით, გააგრძელა ტერორიზმითა და ბოლოს დააგვირგვინა ანტისემიტიზმით. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყნის სტუმრების მოხსენიება "გაძვალტყავებულ ჯღანებად" არის ქსენოფობიის ნათელი მაგალითი.

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ადამიანისგან ვიღებდით მე და ჩემი შვილები, არის ტერორიზმის მაგალითი. შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა ჩემს კამპანიაში ჩართული ისრაელიდან მოწვეული პიარ სპეციალისტის - ბ-ნ მოშე კლუგჰაფტის მიმართ, არის ანტისემიტიზმის სამარცხვინო მაგალითი.

ქსენოფობია, ტერორიზმი და ანტისემიტიზმი - ეს არის გზა ტოტალიტარიზმამდე.

გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას ჩემი სახელით, თითქოს მე რაღაც გაუგონარ, აბსურდულ განცხადებებს ვაკეთებდი კახელებზე, მეგრელებზე... ეს არის შუღლის გაღვივება ქვეყანაში, ხოლო კუთხურობის ნიშნით დაპირისპირების მცდელობა ასევე არის გზა ტოტალიტარიზმისკენ. მინდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ:

არც მე და არც ქართველ ხალხს არ გვეშინია მუქარის;

სააკაშვილის შეფასებები ვერ მოახდენს გავლენას ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე;

დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მთელი „ნაციონალური მოძრაობა" ვერ შეცვლის ქართველი ხალხის საბოლოო გადაწყვეტილებას!

მტკიცედ მწამს, რომ 28 ნოემბრის არჩევნებზე საქართველო გააკეთებს პრინციპულ არჩევანს!"- აცხადებს ზურაბიშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42