"შავი სიების გაუქმება მსესხებლების პრობლემას ვერ მოაგვარებს" - გიორგი კეპულაძე
პოლიტიკა - 19:44, 20 Nov, 2018     1352
„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის განცხადებით, ბანკებში შავი სიების გაუქმებით პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. კეპულაძე აღნიშნავს, რომ ძნელია ეკონომიკური ანალიზის გაკეთება პოლიტიკოსების წინასაარჩევნო დაპირებებზე.

მისი თქმით, "კრედიტ ინფო" ნეგატიურ ჩანაწერებს დაახლოებით ხუთი წელი ინახავს და შესაბამისად, ამ 600 ათასი ადამიანიდან რამდენმა დაფარა სესხი და რამდენი დარჩა მოვალეთა სიაში, რთული გასარკვევია.

"ზოგადად, წინასაარჩევნო დაპირებები ხშირად სცდება ხოლმე რეალობებს. ვერ გეტყვით, რა სქემა აქვთ ამჯერად პოლიტიკოსებს, რომ ვისაც სესხი აქვთ ბანკში, მათი პრობლემა ერთი ხელის მოსმით გადაჭრან. მაშინ ჩვენ უნდა ვუთხრათ კომერციულ ბანკებს, რომ ვინც შავ სიაშია, ვისაც მიმდინარე ვალდებულება აქვს და ვერ იხდის სესხს, მათ კიდევ ერთხელ მისცენ სესხი, თორემ შავი სიიდან ამოღება არანაირ შედეგს არ მოგვცემს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი ვეღარ ახერხებენ ახალი სესხის აღებას და ამ სესხით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას...

ბევრი დაპირება მოგვისმენია პოლიტიკოსებიდან, როგორც ხელისუფლებისგან, ისე ოპოზიციისგან, მაგრამ ისინი ხშირად დარჩენილან დაპირებებად. სასურველია, მათი დაპირებები ეკონომიკურად გააზრებული იყოს და ზუსტად ჰქონდეთ გათვლილი, რა ეფექტს მიიღებენ ამ ყველაფრისგან. ის, რომ შავი სიიდან ადამიანებს ამოვიღებთ, არაფერს არ ნიშნავს. თუ ეს ადამიანები არ აპირებენ კვლავ სესხის აღებას. თუ ადამიანი ბანკში მიდის სესხის ასაღებად და ბანკს არ ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი გადამხდელუნარიანია ადამიანი, შესაძლოა, ბანკმა თავი შეიკავოს საეჭვო ფინანსური მდგომარეობის ადამიანის დაფინანსებაზე. როდესაც პოლიტიკოსები დაპირებებს გასცემენ, ამას იმის საფუძველზე აკეთებენ, რომ ხელისუფლებაში მოვლენ და ბიუჯეტს განკარგავენ. სახელმწიფოს შეუძლია, რომ შესთავაზოს მომხმარებელს სუფსიდირება. მეორე საკითხია, ეკონომიკურად რამდენად გამართლებულია ეს ყველაფერი. შეძლებით ბევრი რამ არის შესაძლებელი. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ წელს დაასუფსიდიროს არა რთველი, არამედ მსესხებლები. ნებისმიერ ხელისუფალს შეუძლია ეს გააკეთოს, თუ ექნება ამის სახსრები და თუ იქნება პოლიტიკური ნება. ყველა შემთხვევაში, ამ თანხის გაღება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოუწევთ, პოლიტიკოსები ასეთ დაპირებებს არ იძლევიან საკუთარი ჯიბის ფულის ხარჯზე. თუ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ დავეხმარებით მათ, ვისაც დოლარში აქვს სესხი აღებული და ვერ აბრუნებს თანხას, ეს იქნება დახმარება გადასახადების გადამხდელების ხარჯზე. ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ ვიღაც მოვა, ჯადოსნურ ჯოხს მოიქნევს და ყველაფერი მოგვარდება“, - აცხადებს კეპულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42