ტერორი ბიზნესზე - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ვალების განულებას „ფონდი ქართუ“ მიზერულ ფასად სთხოვს
პოლიტიკა - 18:47, 20 Nov, 2018     2127
"რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე ტერორი დაიწყო. კომპანიების ნაწილმა კურიერს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის დეტალები უამბო.

ირკვევა, რომ სამინისტრო შუამავალ კომპანიებს, ვინც პრობლემური სესხების ამოღებითაა დაკავებული, აიძულებენ, ეს ვალები ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდს მიზერულ ფასად გადასცენ.

როგორც კურიერს ერთ-ერთმა კოლექტორულმა კომპანიამ აცნობა, მაგალითად, 600-ლარიან სესხში პრობლემური სესხების კომპანიებს მხოლოდ 6 ლარს უხდიან. ვინც უარს იტყვის - ემუქრებიან.

კომპანიები ამბობენ, რომ შესაძლოა, მუშაობა შეწყვიტონ და ასობით ადამიანი უმუშევარი დარჩეს.

ცოტა ხნის წინ ეროვნულ ბანკში საფინანსო კომპანიების წარმომადგენლები დაიბარეს. მათი განცხადებით, შეთავაზება სესხების განულების საკითხთან დაკავშირებით მათთვის ფინანსურად მომხიბვლელი არ არის.

„ფინანსური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, საკმაოდ შორს დგას რაციონალური მიდგომისგან. ციფრებში რომ გადავიყვანოთ, მაგალითად, თუ არის მიმდინარე დავალიანება მარტო ძირი 1000 ლარი, ვიღებთ კომპენსაციას 90 ლარს. რა თქმა უნდა, არ არის ფინანსურად მომხიბვლელი.

"შეგვიძლია, ვიმსჯელოთ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით რამდენად მიზანშეწონილია, აქაც ჩნდება კითხვები. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მაინცდამაინც კარგი გზავნილი არ არის კარგი გადამხდელებისთვის.

"ეს და სხვა დანარჩენი რეგულაციები ძალიან სწრაფად გავრცელდა, ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში მივიღეთ სხვადასხვა რეგულაციები, რომელიც ერთ მთლიან სურათს ჰქმნის და რა თქმა უნდა, ასე მოკლე დროში ამდენი რეგულაციის მიღება, თუნდაც, ბიზნესისთვის ადაპტაციისთვის, ძნელია. ძალიან ხშირად ვიმყოფებით პოლიტიკური მძევლების როლში,“ - ამბობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე, ბესიკ შენგელია.

ერთ-ერთი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის წარმომადგენელი, კახა გაბესკირია, ამბობს, რომ მას ჯერ გადაწყვეტილება არა აქვს მიღებული, დასთანხმდება თუ არა ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და ფონდ ქართუს შეთავაზებას.

მისი თქმით, თემა საკმაოდ სერიოზულია და სწორ ანალიზს საჭიროებს.

მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ. თუმცა, ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით, ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი ქართუ გამოისყიდის. სესხის განულება არ შეეხება მათ, ვისი კრედიტიც 2000 ლარს ზევით არის. არც მათ, ვინც ერთ წლის განმავლობაში, თუნდაც ერთხელ და თუნდაც მინიმალური გადასახადი გადაიხადა ამ სესხზე და არც მათ, ვისაც ჩადებული აქვს სესხის სალომბარდე ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

მესამე სექტორი ამ ინიციატივას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს და გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42