ვაშაძის ინფორმაციით, ერთ ადამიანზე 5-5 ყალბი პირადობის მოწმობა იბეჭდება.
"ნაცვლად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ, "ქართული ოცნება" ქვეყნის ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმაზე მუშაობდეს, ის არჩევნების უპრეცენდენტოდ გაყალბებისთვის ემზადება. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კრიმინალურმა გარემოცვამ, პირველი ტურის შემდეგ და მეორე ტურის წინ ადამიანების დაშინება, დაშანტაჟება, ძალადობა, მოსყიდვა, სოციალური დახმარებების მოხსნა, ნათესავების სამსახურიდან გათავისუფლება არ იკმარა და ახლა უპრეცენდენტო დანაშაულს მიმართა - პირადობის მოწმობების მასშტაბურ გაყალბებას, როდესაც ერთ ადამიანზე 5-5 ყალბი პირადობის მოწმობა იბეჭდება. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ მშვენივრად იციან, რომ ე.წ. ქართულ ოცნებას საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს და არც არასდროს ექნება. ეს საპრეზიდენტო არჩევნები ე.წ. ხელისუფლებას წაგებული აქვს და მიმართავენ არჩევნების მასიურ მანიპულირებას.
მინდა ყველას ვუთხრა და ამას ვაკეთებ გაერთიანებული ოპოზიციისა და ყველა მხარდამჭერი პარტიის სახელით - პირადობის მოწმობების გაყალბება ეს არის სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული, რაც ფაქტობრივად არჩევნების დელეგიმიტაციას ნიშნავს. ეს არის ტოტალიზმისკენ გადადგმული მძიმე ნაბიჯი. ჩვენს მოქალაქეებს ერთმევა თავისი ნების თავისუფლად გამოხატვის და საკუთარი ხელისუფლების დემოკრატიულად არჩევის საშუალება. ივანიშვილის ეს მოქმედება სახელმწიფოს, დემოკრატიული ინსტიტუტების სრულ გაუქმებას ნიშნავს საქართველოში. ივანიშვილი მისი ანტისახელმწიფოებრივი, კრიმინალური ხელისუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფლების უზურპაციას და ქვეყნის მართვას ძალმომრეობით აპირებს. ჩვენ მივმართავთ სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ჯერ არ შემოგვიერთდნენ და ვთხოვთ, რომ მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა, რათა მოვახდინოთ რეაგირება ამ მძიმე დანაშაულზე.
მინდა გავაფრთხილო ყველა თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე, ვინც ამ კანონსაწინააღმდეგო პროცესშია ჩართული. მეგობრებო ეს არის უმძიმესი დანაშაული და საქართველოს კანონმდებლობით ეს უმძიმესი დანაშაული ისჯება უმკაცრესად. ნუ შეასრულებთ ამ ძირგამომპალი ხელისუფლების, ოლიგარქატის დანაშაულებრივ ბრძანებებს. ეს რეჟიმი უკვე დასრულებულია და მას ვერავითარი გაყალბებები ვერ უშველის"- განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, 28 ნოემბერს ამომრჩეველი
მასალის გამოყენების პირობები






