ანა ნაცვლიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 18:27, 20 Nov, 2018     820

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი წინასაარჩევნო პროცესებს აფასებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ეს არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და მომავალშიც მიექცევა იმას, თუ როგორ ჩაატარებს საქართველო ამ საპრეზიდენტო არჩევნებს. მათ შორის ჩვენი სტრატეგიული არჩევანის, დასავლური კურსის, კონტექსტში იმიტომ, რომ ესეც უნდა გახდეს დასტური იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ და ვრჩებით დემოკრატიული და დასავლური ღირებულებების ერთგული.

ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა შესაძლო ზეწოლების შესახებ, დაპირებებზე საბანკო ვალდებულებების განულებასთან დაკავშირებით, ასევე დღეს გავრცელებული ინფორმაცია შესაძლო ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის შესახებ, რომლებიც იწვევს ნამდვილად შეშფოთებას და აჩენს ბევრ კითხვას. არჩევნები არის ისეთი პროცესი , როგორც კი ჩნდება კითხვა სასიცოცხლოდ მიშვნელოვანია , რომ ამას მოჰყვეს მყისიერი რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რადგან ყოველი დაყოვნებული დღე და საათი ამ კითხვებს აძლიერებს, რაც დაუშვებელია. ამიტომ ჩვენ ველოდებით უსწრაფეს რეაგირებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რომ ყველა ამ კითხვასთან დაკავშირებით იყოს გადადგმული ნაბიჯები და გაეცეს დამაჯერებელი პასუხები",- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

ანა ნაცვლიშვილმა წინასაარჩევნო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების როლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი შრომა ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნებისთვის.

„სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მათ მიერ გაწეული შრომა, არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული არჩევნებისთვის. მათი როლი არის ფუნდამენტური და ის, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო და მათ მიერ მოპოვებულ და გაჟღერებულ ინფორმაციებზე ხდებოდეს რეაგირება ესეც უმნიშვნელოვანესია," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42