"გაწირა ხელისუფლებამ" - გია ცერცვაძის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ნაცვლად გორის სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალვას ოპოზიცია ხელისუფლების სირცხვილად მიიჩნევს
პოლიტიკა - 15:38, 20 Nov, 2018     1331

საქართველოსა და უკრაინის ომის გმირს, გიორგი ცერცვაძეს პატივი პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მიაგეს.

ის, ხატია დეკანოიძის თქმით, გია ცერცვაძე საქართველოს გარდა, უკრაინაშიც გმირულად იბრძოდა.

„გაწირა საქართველოს სახელმწიფომ, გაწირა ხელისუფლებამ. არავითარი დახმარება მისთვის არ აღმოუჩენიათ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ უფრო მეტიც, არავინ თავდაცვის სამინისტროდან აქ არ არის, არავითარი სამძიმარი და მას უარი უთხრეს მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალვაზე, იმიტომ, რომ რეალურად თვლიან, რომ ის არ იყო ღირსი ამის,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

გია ცერცვაძის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ნაცვლად გორის სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალვას ხელისუფლების სირცხვილად მიიჩნევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა.

"თავდაცვის სამინისტროს არც ერთი მაღალჩინოსანი არ დაესწრო დაკრძალვას, რაც ქვეყნის სირცხვილი და შეურაცხყოფაა"- ამბობს რურუა.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გივი თარგამაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ინდეფერენტულად არის განწყობილი.

„ეს არის მათი ზოგადი დამოკიდებულება შეიარაღებული ძალების, ოკუპანტებთან მებრძოლების მიმართ. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაამტკიცა დღესაც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და შემდგომში დაამტკიცებს, რომ საქართველო თავის გმირს არ დაივიწყებს,“ - განაცხადა თარგამაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42