გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილა
პოლიტიკა - 15:39, 20 Nov, 2018     656

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებს.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით: „განხილული იქნა ის ძალიან მნიშვნელოვანი და ფართო დღის წესრიგი, რომელიც არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში. თავისთავად ცხადია, განხილული იქნა არჩევნების გარემო , ის ვითარება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს არჩევნები, რომ საქართველომ ღირსეულად ჩააბაროს ტესტი დემოკრატიაზე. თავისთავად ცხადია, რომ საუბარი შეეხო უსაფრთხოების პრობლემებს რეგიონში, ოკუპირებულ ტერიტორიებს, რუსეთის ფედერაციას და იმ ნაბიჯებს, რომელებიც მომავალში უნდა გადაიდგას, რათა ის მეტად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც დღეს ორ ქვეყანას აკავშირებს, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს."

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა: "ჩემთვის დიდი პატივია, მქონოდა ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტთან. ის ჩვენი მეგობარია ატლანტიკურ საბჭოსთან ერთად თანამშრომლობის დროიდან, რომელთანაც მე ვიყავი დაკავშირებული აქ ჩამოსვლამდე. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ვფიქრობ, ორივე ჩვენგანს გვაქვს მაღალი მისწრაფებები ამ ქვეყანასთან მიმართებით და იმ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც მასთან გვსურს, გვქონდეს. ვისაუბრეთ თანამშრომლობის იმ გზებზე, რომელიც მომდევნო კვირებში შეგვიძლია გვქონდეს წინსვლისა და მომავლისათვის."

ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულთან გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი და აშშ-ის ელჩის მოადგილე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42