საუბარია, ახალი აგრესიული შინაარსის ბანერებზე წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას", რომელზეც ყოფილი და მოქმედი რვა პოლიტიკოსია გამოსახული და რომელიც თბილისის ქუჩებში გუშინ გამოჩნდა.
„თქვენ ხომ იცით ვინ გამოაკრა ეს ბილბორდები? ეს გამოაკრა კერძო სექტორმა. მათ ჰქონდათ ტექნიკური პრობლემები და ჩვენ დავეხმარეთ ამ პრობლემების მოგვარებაში, ეს ადამიანები თქვენი ხელისუფლების დროს არიან რეპრესირებული ადამიანები, მათ წაართვით ბიზნესები, მათ წაართვით ქონება, გაუნადგურეთცხოვრება ამ ადამიანებს და არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ დღეს ეს ადამიანები გამოდიან.
თქვენ ერთნი ხართ, არაფრით არ განსხვავდებით "ნაციონალური მოძრაობისგან". ეს არის პარტიული ტელევიზია, შევთანხმდეთ ამაზე, და ამაზე თქვენი გენერალური დირექტორიც ღიად საუბრობს და არ მალავს. ესეც მისაღებია. დემოკრატიულ ქვეყენაში ნორმალურია, რომ ვთქვათ, იყოს განსხვავებული აზრი, მაგრამ არანორმალურია იმ სიცრუის პროპაგანდა, რომელსაც თქვენ ახორციელებთ მთელი წლების განმავლობაში“- აცხადებს კალაძე
მასალის გამოყენების პირობები






