საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციას არითმეტიკას უწუნებს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტში შრომის ანაზღაურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯი გაზრდილია.
საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს მატყუარა უწოდა.
„მატყუარა ხარ, მასხარა ხარ, შუბლის ძარღვი არ გაგაჩნია... გაქცევა იცი შენ მეტი არაფერი,“-მიმართა რიმა ბერაძემ ლევან ხაბეიშვილს.
ხაბეიშვილის თქმით, საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შიდა პრობლემები აქვთ, რის გამოც ისინი ოპოზიციის კრიტიკაზე ისტერიულად რეაგირებენ.
„ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე პასუხები მიგვეღო ქალბატონი რიმა ბერაძე ჩაგვივარდა ისტერიკაში და ამბობდა, რომ თურმე "ქართული ოცნების" კოორდინატორმა რომ დაადანაშაულა მიწის ნაკვეთის წართმევაში, ყოფილა ოპოზიციისა და ლევან ხაბეიშვილი ბრალი. საკუთარ პარტიაში გაერკვნენ საკუთარ კორუფციაში გაერკვნენ და შემდეგ დაალაგონ თბილისის ბიუჯეტი,“-ამბობს ხაბეიშვილი.
საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე კი აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავრობა ქალაქის ბიუჯეტის მორგებას საკუთარ თავსა და ფუფუნებაზე ცდილობს.
მასალის გამოყენების პირობები






