ბიუჯეტის წარდგენილ ვარიანტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, მათი შეფასებით ბიუჯეტი დედაქალაქის მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული არაა და მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია ხარჯვითი ნაწილი, არაა გათვალისწინებული არც ავარიული შენობების და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა:
როდესაც გამწვავებულია თბილისში პრობლემები, როგორც ინფრასტრუქტურული ისე სოციალური მიმართულებით, რატომ მცირდება ბიუჯეტი სხვადასხვა მიმართულებით და ამავე დროს როგორ გამოძებნეს და რატომ აკეთებენ იმას, რომ უზრდიან ისევ და ისევ საკუთარ თანამშრომლებს ხელფასებს, მაშინ როდესაც ერთი თეთრი ვერ მოამატეს 1.8 თეთრის ნაცვლად სასადილოებს. ფაქტია, რომ ეს ბიუჯეტი არის ორიენტირებული ისევ მაღალჩინოსნების ფუფუნებაზე“- განაცხადა ენმ-ს წევრმა ირაკლი ნადირაძემ.
საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს მმართველ გუნდს, თუმცა იმავდროულად არ გამორიცხავს, რომ ბიუჯეტის პროექტში გარკვეული კორექტირება შევიდეს. მათი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულების დაფინანსებას ითვალისწინებს: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და აღდგენა, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, განათლებისა და საბავშვო ბაღების დაფინანსება, შენარჩუნებულია ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა.
„ხელფასების ნაწილში ხარჯი გაზრდილია თუმცა ეს არ ეხება არცერთ თანამდებობის პირს და არცერთ პოლიტიკურ თანამდებობის პირს ეს ეხება საჯარო მოხელეებს, რომლებსაც აქვთ საკმაოდ დაბალი ხელფასი და უწევს მძიმე სამუშაოების შესრულება“- განაცხადა ქართული ოცნების წევრმა ლევან ჟორჟოლიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






