"ოცნებამ" გააჩინა განცდა, რომ შესაძლოა, აიღო ვალი და არ გადაიხადო"
პოლიტიკა - 13:48, 20 Nov, 2018     1205
პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია აკრიტიკებს ხელისუფლების ინიცატივას, რომლის მიხედვითაც საბანკო დავალიანების გამო შავ სიაში მყოფ პირებს ვალები ჩამოეწერებათ.

გამზარდიას განცხადებით, მმართველმა გუნდმა გააჩინა განცდა, რომ შესაძლოა, აიღო ვალი და არ გადაიხადო

„თეორიულად დავუშვათ, რომ ეს ინიციატივა ხელისუფლების ძალიან დიდი ხნის ნაფიქრი და ნამუშევარია, მაშინ ჩნდება შეკითხვა, როდესაც ეს პროცესი 15 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს, რატომ გაკეთდა მასზე განცხადება 19 ნოემბერს და არა 29 ნოემბერს, არჩევნების შემდეგ?"

" როდესაც ეს დაპირება ჩნდება არჩევნებამდე რამდენიმე დღის წინ, ეს აშკარად აჩენს ხელისუფლების განზრახვას, რომ მასობრივი კმაყოფილება, მასობრივი ლოიალობა გამოიწვიოს და ამ ძალისხმევის სანაცვლოდ არჩევნებში ხმები შეიძინოს. ამდენად, ცხადია რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა და 600 000 ადამიანზეა საუბარი. "

" ეს ინიციატივა ასევე უთანასწორო და დისკრიმინაციულია იმ მოქალაქეების მისამართით, რომელთაც შეიძლება ძალიან ბევრ რამეს იკლებდნენ, მაგრამ ბანკის ვალებს პატიოსნად იხდიდნენ და ახლა „ოცნებამ“ ისინი სულელების როლში გამოიყვანა და გააჩინა განცდა, რომ შესაძლოა აიღო ვალი და არ გადაიხადო.
„როგორც პოლიტიკის საგანი სახელწმიფოსგან, ეს არის ყოვლად უზნეო, იმიტომ რომ, ქვეტექსტი ასეთია, სახელმწიფო წაახალისებს არა კეთილსინდისიერ და პატიოსან გადამხდელს, არამედ „შავ სიაში“ არსებულ პირებს... მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნოა, როცა გარკვეული ადამიანებისთვის შვების მოტანა ხდება, მაგრამ ალტრუისტი ბანკების მე არ ჯერა. მე ამ ნაბიჯმა ბევრად უფრო ცუდი განწყობები შემიქმნა ხელისუფების მიმართ, ვიდრე მეტი ლოიალობა მთავრობის ამ გადაწყვეტილებაზე. "

" „თუ „ოცნების“ ეს პოპულიზმი და მომსყიდველობა გაამართლებს, ეს ათასგზის ცუდი იქნება სხვა მხრივადაც, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიებს უბიძგებენ კვლავ ცრუ დაპირებები და ხალხის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევები გამოიყენონ. ამიტომ პოლიტიკური ლანდშაფტისთვისაც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს მავნე ზრახვა, მავნებლური პოპულიზმი, რომლის მიზანი არ იყო ზოგადი სიკეთე, არამედ იყო საკუთარი მოგება, არ იქნება ხალხის მხრიდან მხარდაჭერილი. "- აცხადებს არჩილ გამზარდია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42