ხელსიუფლების ოპონენტთთა განცხადებით, ივანიშვილის გუნდი წინასაარჩევნოდ ღიად ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას.
„ისინი მხარს არ დაუჭერენ ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მორიგ ტყუილებს და კანდიდატს, რომლის გამოჩენა კამპანიაში თავად „ქართულ ოცნებას“ ესირცხვილება. ასე რომ, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის დანაშაულებრივი ქმედებები იქნება მკაცრად დასჯილი და თითოეულ იმ ჩინოვნიკს თუ სუს-ის წარმომადგენელს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ის ემსახურება ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო ინტერესებს, ის ემსახურება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ვიწრო ინტერესებს, რომელიც აზიანებს ქვეყანას და რომლისთვისაც პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ, არჩევნების შედეგებზე ეს მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ 2000 ლარამდე ვალის ჩამოწერა და 5 კილოგრამი კარტოფილის დარიგება კანონდარღვევა.
„ის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს, არის პირდაპირი მოსყიდვა, დაწყებული 5 კილოგრამიანი კარტოფილით, დამთავრებული თუნდაც ამოუღებელი2000 ლარამდე ვალის მქონე ადამიანების შავი სიიდან ამოღებით.
"ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მოსყიდვა. თუმცა ვერანაირი მსგავსი მეთოდი მათ ვერ უშველით. ისინი ამ არჩევნებში აუცილებლად დამარცხდებიან. თუმცა ვინ უნდა გამოიძიოს ეს მოსყიდვა პროკურატურაში ივანიშვილის პროკურორები არიან, სასამართლოში ივანიშვილის მოსამართლეები არიან და რა უნდა გამოიძიონ ივანიშვილმა დაარღვია თუ არა კანონი?!,“-განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






