„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე გაიხსნა. გიორგი ჩაკვეტაძის ფლანგური გარღვევა შედეგიანი თავური დარტყმით გიორგი მერებაშვილმა დაასრულა. მატჩი კვლავ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეტევებით გაგრძელდა და 84-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მეტოქის კარში მეორე გოლი გაიტანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე დაფიქსრიდა, ჩვენი გუნდი საჯარიმოში შექმნილი არეულობით ორალხან ომირტაევმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა.
მოპოვებული სამი ქულით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის პირველ ჯგუფში 16 ქულა დააგროვა, 16 გუნდს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და გათამაშების ნახევარფინალური შეხვედრის „დინამო არენაზე“ გამართვის უფლება მოიპოვა. საქართველოს მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, პლეი-ოფის შეხვედრა კი, 2020 წლის მარტში ჩატარდება.
უეფას ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაში საქართველოს ეროვნული ნაკრები „ც“ დივიზიონში იასპარეზებს
მასალის გამოყენების პირობები