სამსახურიდან გაშვების მუქარა, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა - „სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნოდ ზეწოლაზე საუბრობს
პოლიტიკა - 10:08, 20 Nov, 2018     1044
არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდში ზეწოლის ფაქტები ფართოდ გავრცელებულია - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნები" იტყობინება.

არასამთავრობო ორგანიზაცია არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების საშიშროებაზე საუბრობს:
"„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების I და II ტურებს შორის პერიოდში ფართოდ გავრცელებული სახე მიიღო ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებმა და სახეზეა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ახალი, აქამდე უპრეცედენტო ფორმები.
ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ზეწოლა ხორციელდება როგორც საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებზე და სხვა მოწყვლად ამომრჩეველზე. ზეწოლისა და იძულების ფაქტების გარდა მმართველი პარტიისა და დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები სხვადასხვა ფორმებით ცდილობენ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები არჩევნებზე არ გამოცხადდნენ.
ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები სისტემატიურ შეხვედრებს მართავენ მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებთან რა დროსაც ისინი თანამშრომლებისგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებენ, რომ ისინი სამსახურს დაკარგავენ ხოლო ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება დაიწყება.
ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას წინ უძღვოდა გუბერნატორების მერებთან შეხვედრები და შსს მინისტრის ვიზიტი რამდენიმე მუნიციპალიტეტში, რასაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ზეწოლისა და ამომრჩევლებზე ზემოქმედების ერთგვაროვან და მასშტაბურ ხასიათზე.
ახალციხეში ერთ-ერთი ბაგა-ბაღის თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებები დააწერინეს და გააფრთხილეს, რომ ეს განცხადებები ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულებისადმი სამსახურიდან გათავისუფლების მუარას ჰქონდა ადგილი გურჯაანისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. ასევე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრებზე ხელმძღვანელები თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ თუ არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს დაიწყება არეულობა და ომი და სთხოვენ, რომ ეს ინფორმაცია ახლობლებთან და ნათესავებთან გაავრცელონ.
თბილისში, ხაშურსა და ზუგდიდში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მიღებული ინფორმაციით ზეწოლა ხორციელდება კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე. კერძოდ, ბიზნესის მფლობელები დასაქმებულებისაგან მოითხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მათთვის გადაცემას. ეს ვალდებულება ვრცელდება იმ თანამშრომლებზე, რომლებიც, მათი აზრით სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერენ. მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს პოლიციის თანამშრომელი ოჯახის წევრის დაპატიმრებით და მცირე ბიზნესის დაჯარიმებით დაემუქრა თუ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას არ შეწყვეტდა.
გორის მუნიციპალიტეტში უცნობი პირები მოქალაქეებს უკავშირდებიან და თითქოს პიროვნების დაზუსტების მიზნით ეუბნებიან მათი და მათი ოჯახის წევრების პირად მონაცემებს სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ ამომრჩეველს შექმნოდა განცდა თითქოს ამ პირებისთვის ცნობილია მისი პერსონალური ინფორმაცია.
ბათუმში ერთ-ერთ ოჯახში გამოკითხვაზე მისულმა პირებმა, რომლებმაც თავი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებად წარადგინეს, მისამართზე ჩაწერილი პირები მოიკითხეს და აღნიშნეს, რომ ისინი პირველ ტურზე არ მისულან. აღნიშნული შემთხვევა გვაფიქრებინებს, რომ კარდაკარ დადიან პირები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია თუ რომელი ამომრჩეველი არ მივიდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე. კანონის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია დახურულია და გაუგებარია რა ხერხებით აღმოჩნდა კონფიდენციალური პირადი ინფორმაცია გარეშე პირების ხელში.
ყველა ამ შემთხვევის შესახებ დეტალურ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ შუალედურ ანგარიშში გაასაჯაროებს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში ზეწოლის ფაქტების გავრცელების მასშტაბი შემაშფოთებელია. ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ამომრჩეველზე ზეწოლის გარემომ შესაძლოა არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო პროცესსა და მის ლეგიტიმაციას ჩრდილი მიაყენოს. იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესსა და მეორე ტურის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას ჩრდილი არ მიადგეს, „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:
  1. საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს და მმართველი პარტიის ხელმძღვანელებს - ღიად და საჯაროდ დაგმონ ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები და მოუწოდონ თვითმმართველობის ხელმძღვანელებსა და საკუთარ მხარდამჭერებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ყველა მცდელობა.
  2. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს - აღკვეთონ ზეწოლისა და იძულების პრაქტიკა დასაქმებული პირების მიმართ და მისცენ მათ შესაძლებლობა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, თავისუფლად განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება.
  3. ბიზნესმენებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს - არანაირი ფორმით არ განახორციელონ ზეწოლა დასაქმებულ პირებზე და აღკვეთონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების იძულებით ჩამორთმევა, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
  4. მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და აქტივისტებს - უარი თქვან უკანონო დავალებების შესრულებაზე და ამომრჩევლის ზეწოლაში თანამონაწილეობაზე"- ნათქვამია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42