ბახტაძის განცხადებით, საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მისი ფინანსთა მინისტრობის პერიოდიდან დაიწყო.
მთავრობის მეთაურმა მესამე სექტორის შეფასებაზეც ისუბრა, რომლებიც ინიოციატივაში ამომრჩევლის მოსყიდვას ხედავან და თქვა, რომ არჩევნები ტარდება დემოკრატიულ გარემოში და ნებისმიერ დარღვევაზე იქნება რეაგირება.
“რაც დაიდგა კვირას ჩვენი ოპონენტების მხრიდან არის ღიმილის მომგვრელი. მათ სურდათ გარკვეული ნაბიჯები გადაედგათ, რომ ეს ინიციატივა გაფორმებულიყო მათ იდეად. შესაბამისად ამ მოსაზრებას არანაირი რეალური არგუმენტაცია არ აქვს.
რაც შეეხება არასამთავრობოების შეფასებას - 2012 წლიდან სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ გარანტი იმისა, რომ საქართველოში ტარდება თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები. ბუნებრივია ნებისმიერ დარღვევაზე თუ ხარვეზზე რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი "ქართუ" გამოსყიდვის.
სესხის განულება არ შეეხება მათ, ვისი კრედიტიც 2000 ლარს ზევით არის. არც მათ, ვინც ერთ წლის განმავლობაში თუნდაც ერთხელ და თუნდაც მინიმალური გადასახადი გადაიხადა ამ სესხზე და არც მათ, ვისაც ჩადებული აქვს სესხის სალომბარდე ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
მასალის გამოყენების პირობები






