სალომე ზურაბიშვილი კახეთში ახალგაზრდა მეღვინეებს შეხვდა
პოლიტიკა - 17:30, 19 Nov, 2018     676
საქართველო რეგიონულ დონეზე უნდა განვითარდეს, თუ რეგიონი არ იქნება ძლიერი, იქ თავისუფალი ადამიანები არ იქნებიან და თქვენ ხართ გზის მაჩვენებლები, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კახეთში ახალგაზრდა მეღვინეებთან შეხვედრაზე.


ზურაბიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში ღვინის მწარმოებლებთან ქვეყანაში ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის საკითხში მევენახეობის დარგის განვითარების მნიშვნელობასა და ამ სფეროში კერძოს სექტორის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ეს არის ამ ქვეყნისთვის დიდი საქმე და წარმატება. თავის ქვეყნის კულტურის გატანა არის პატრიოტიზმის ერთ-ერთი უმაღლესი ფორმა. ის, რაც იყო ადრე – მხოლოდ მევენახეობა და ფიქრი იმაზე, თუ როგორ და სად ჩაგებარებინათ ყურძენი, დღეს ეს უკვე ნამდვილი მეღვინეობაა. ეს არის ძირითადად კერძო საქმე. სახელმწიფო სწორ როლს თამაშობს, დაეხმაროს ამ დარგს ნაკლები სუბსიდირებით. ჩვენ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ამ საქმეში სახელმწიფოს აქვს დიდი როლი. მთავარი წამყვანი როლი კერძო სექტორია. ამ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერ ადამიანებზე დაფუძნებული ეკონომიკა და თქვენ ხართ ძლიერი ჯარი", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მეღვინეობა ის დარგია, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებულია.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ახალგაზრდა მეღვინეებს, რადგან ამ ქვეყანაში ეს არის დარგი, რომელიც უკვე წარმატებულია და ბევრი მოუტანა საქართველოს, რეგიონებს. წარმოგვიდგინეს მაგალითი, რომ წარმატება და განვითარება რეგიონებიდანაც შეიძლება მოდიოდეს და ეს ჩვენი ქვეყნისა და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ დარგში ქალები და ძალიან წარმატებული ახალგაზრდები არიან. წარმოდგენილია ყველა ახალი მიმართულება, თუნდაც ბიოპროდუქცია. მგონი, მაგალითი, რასაც მეღვინეობა აძლევს საქართველოს ეკონომიკას, არის ის, რაზეც უნდა ვიფიქროთ და ამ გზით ბევრი სხვა დარგი განვავითაროთ. ჩვენ გვაქვს ბევრი რესურსი და გვჭირდება ხედვა, სტრატეგია და განვითარება", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღევანდელ შეხვედრას, მევენახეებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და მეუფე დავითი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42