„ახალ წლამდე ვალებს ჩამოგაწერთ, ასეთი აბსურდული დაპირება მე მგონი მსოფლიოში არ გაჟღერებულა. ეს მეტყველებს ორ რაღაცაზე: რამდენად ძლიერია ოპოზიცია, რომ აიძულებს ხელისუფლებას ვაბანკზე წავიდნენ, ყველანაირი ნაბიჯი გადადგან, ყველანაირი ბოლო კაპიკი ამოიღონ "ქართუდან" თუ საკუთარი ჯიბიდან და დაახარჯონ ამომრჩეველს, და მეორე, თუ რამდენად ეშინია წაგების და სასოწარკვეთილია, რომ ვერ წარმოუდგენია საპრეზიდენტო ინსტიტუცია აღმოჩნდეს ოპოზიციის ხელში,“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
გიგა ბოკერიას თქმით, სიღარიბიდან მოქალაქეების ამოყვანა მხოლოდ ახალ სამუშაო ადგილებს და ეკონომიკის გაძლიერებას შეუძლია.
„ეს არის მორიგი სიცრუე ივანიშვილის, რომ ის შეძლებს სიღარიბიდან და ცუდი ვალებიდან, უიმედო ვალებიდან ამოყვანას ჩვენი მოქალაქეების. სწორედ მისმა პოლიტიკამ შეიყვანა ამ მდგომარეობაში ქვეყანა. გაზარდა სიღარიბე და გაზარდა უიმედო ვალები და შემდგომშიც მისი ხელისუფლებაში დარჩენა არის გარანტია სიღარიბის და ამ უიმედო ვალების მქონე ადამიანების რაოდენობის ზრდის. ამიტომ, ახლა უნდა დავამარცხოთ ეს კაცი, ამ არჩევნებზე. შემდეგ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკის ამუშავება. გადასახადების დაწევა. და სამუშაო ადგილების გაჩენა. მხოლოდ ეს არის გზა ამ ვალებიდან და სიღარიბიდან ხალხის ამოყვანის,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






