მისი თქმით, მმართველმა პარტიამ როგორი შინაარსის ბილბორდიცარ უნდა გააკრას, მოსახლეობის შეხედულებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
"ბეჭდეთ ეგ ბილბორდები, აკარით, ფული ბევრი გაქვთ, პატარა, მაგრამ წვლილი მაინც შეგაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში... რა ბილბორდებიც არ უნდა გამოკიდონ თბილისში ან საქართველოში, ეს საქართველოს მოქალაქის ეკონომიკურ სიდუხჭირეს, სოციალურ გაჭირვებას და პოლიტიკურ სასოწარკვეთას ვერანაირად ვერ უშველის. ამ კამპანიის განმავლობაში ე.წ. ქართულმა ოცნებამ და მისმა მამამთავარმა ივანიშვილმა ვერ გაიგო მთავარი - ე.წ. ქართული ოცნება გაერთიანებულ ოპოზიციას კი არ ებრძვის, გაერთიანებულ ოპოზიციასთან კი არ აგებს ამ კამპანიას, საქართველოს მოქალაქესთან აგებს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
თბილისის ქუჩებში ახალი აგრესიული შინაარსის ბანერები გამოჩნდა. მასზე ყოფილი და მოქმედი რვა პოლიტიკოსია გამოსახული.
მასალის გამოყენების პირობები






