ადამიანის უფლებათა ცენტრმა "მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის" ანგარიში გამოაქვეყნა
პოლიტიკა - 15:20, 19 Nov, 2018     664
ადამიანის უფლებათა ცენტრმა - "მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის“ ანგარიში გამოაქვეყნა .


წინამდებარე ანგარიში ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგს.

კვლევის მიზანი გახლდათ დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და პრაქტიკული ნაწილის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, რაც ხელს შეუწყობსახალი დეპარტამენტის ეფექტიან საქმიანობას.

კვლევაში განხილული საკითხების საკანონმდებლო, პრაქტიკულმა და თეორიულმა ანალიზმა წარმოაჩინა ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის და სასამართლო ხელისუფლების წინაშე დგას. აღნიშნულიდან გამომდინარე შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია კვლევის ფარ გლებშიიდენტიფიცირებულიპრობლემების აღმოსაფხვრელად:

საქართველოს მთავარ პროკურატურას:

მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალი განსაზღვრულ საქმეთა კატეგორიები დაკონკრეტდეს და საქმეთა შერჩევის კრიტერიუმები შემუშავდეს დოკუმენტის(სახელმძღვანელოს) სახით;

გაიზარდოს დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობა, რათა გამოძიება იყოს მეტად ეფექტიანი და არ მოხდეს რიგი საგამოძიებო მოქმედებების დროში გაჭიანურება ადამიანური რესურსის უკმარისობის გამო;

კადრების შერჩევის პროცედურა იყოს მეტად გამჭვირვალე. აუცილებელია, გაიწეროს მთავარი პროკურატურის ახალ დეპარტამენტში პროკურორებისა და გამომძიებლების საკვალიფიკაციო მოთხოვნები დასამსახურში მიღებისკრიტერიუმები;

დეპარტამენტის მხრიდან მეტი ყურადღება დაეთმოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს. განისაზღვროს წინასწარ კრიტერიუმები, რაც უზრუნველყოფს ერთგვაროვან მიდგომას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ყველა საქმეზე;

პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმეთა ნუსხაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ კატეგორიად განისაზღვროს სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შემთხვევები;

ახალ დეპარტამენტს წინასწარ ჰქონდეს გაწერილი საქმეთა მიღების და მიღებაზე უარის თქმის კრიტერიუმები, რაც ხელს შეუწყობს დეპარტამენტის საქმიანობის ობიექტურობას და გამორიცხავსპროკურატურის ტენდენციურობას;

გამჭვირვალედ წარიმართოს პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობა - სისხლის სამართლის დევნის არდაწყების, განრიდებისა და საპროცესო შეთანხმების ღონისძიებების გამოყენების პროცესში. ამისთვის საჭიროა, ჩამოყალიბდეს ერთგვაროვანი პრაქტიკა, რათა პროკურორისთვის მინიჭებული საპროცესო მექანიზმის მიკერძოებულად გამოყენებისალბათობა მინიმუმადე შემცირდეს;

დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, საგამოძიებო და სისხლის სამართლის დევნის ორგანო გაემიჯნოს პოლიტიკურ პროცესებს და არ დაუშვას სუბიექტური, არაერთგვაროვანი მიდგომებიკონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით.

პროკურატურის ახალმა დეპარტამენტმა უნდა გამოიძიოს 2012 წლის შემდგომ ჩადენილისამართალწარმოებისპროცესში ჩადენილი დანაშაულები;

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:

აუცილებელია, სასამართლო სისტემაში გაიზარდოს მოსამართლეთა რაოდენობა, პროცესების გონივრულ ვადაში განხილვისთვის.

სააპელაციო სასამართლოებს:

მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო პროცესების გონივრულ ვადაში განხილვა და სათადარიგო მოსამართლის ინსტიტუტის ფუნქციის აღდგენა, რათა არ მოხდეს პროცესების დროში გაჭიანურება და მოსამართლეთა შემადგენლობის ცვლილების შემთხვევაში, ფაქტობრივად დასრულებული პროცესების ხელახლა განხილვა;

პროცესის დასაწყისშივე დაინიშნონ სათადარიგო მოსამართლეები იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც მრავალტომიანი და რთული კატეგორიისაა. ამავე დროს, სათადარიგო მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, თვალყური ადევნოს საქმის განხილვის ყველა ეტაპს.


ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42