ფინანსთა მინისტრის, თქმით, 600 ათასი ადამიანის შავი სიიდან ამოსაყვანად საჭირო ფინანსური ტვირთი ქართუ ჯგუფმა იკისრა. ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, თანხა ჩამოეწერებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვალს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვერ იხდიდნენ და რომელთა სესხის ძირი თანხა არ აღემატება 2 000 ლარს.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით ახალი ინიციატივა, რომელიც უიმედო ვალების ჩამოწერას გულისხმობს, არ შეეხება ონლაინსესხების კომპანია Vivus-ის კლიენტებს, რადგან კომპანია მოლაპარაკებების პირობებს არ დათანხმდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.
მასალის გამოყენების პირობები






