ანალიტიკოსის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" აგრესიული საარჩევნო კამპანიით, ბევრი რამ დადო სასწორზე.
„ასეთი აგრესიული კამპანია აზიანებს ყველას და ყველაფერს. სახელმწიფოს, ჩვენს დემოკრატიულ მომავალს აზიანებს. ვერ გამიგია, რატომ არის, რომ ერთი საკამათო და უვარგისი კანდიდატის გამო "ქართულმა ოცნებამ“ ყველა რესურსი მოისროლა, ყველაფერი დადო სასწორზე, თავის თავი დადო სასწორზე. თავის მომავალზე ხომ უნდა ფიქრობდეს? მატო 2018 წელს ხომ არ მთავრდება ყველაფერი? ეს არის გაუგებარი ჩემნთვის, რატომ გამოყარეს ყველაფერი ახლა - დაწყებული სისხლიანი 9 წელით და ჟვანიას ვითომ მკვლელობით, ბადრის მკვლელობით და ათასი რაღაცით, ეს ხომ ძალიან მძიმეა პირველ რიგში მათთვის“ - განაცხადა შარაშენიძემ.
თბილისის ქუჩებში ახალი აგრესიული შინაარსის ბანერები გამოჩნდა. მასზე ყოფილი და მოქმედი რვა პოლიტიკოსია გამოსახული.
მასალის გამოყენების პირობები






