„პრობლემა, რომელიც არის დღეს საქართველოში, ეს ეხება იმას, რომ ფაქტობრივად გაკოტრებულია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა. 600 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა ლომბარდს ანუ დალომბარდებულია მთელი ქვეყანა, ადამიანები. კარგია, რომ ცოტა ადეკვატურ ჭკუაზე გადავიდნენ და აღარ ურჩევს ივანიშვილი ხალხს, რომ კერძო ბანკირები აიყვანონ,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივაზე , საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე ისაუბრა. საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება. პრემიერის თქმით, ვალების განულების პროცესი ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






