ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პარლამენტს ევთანაზიის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებით მიმართა
პოლიტიკა - 09:32, 19 Nov, 2018     813

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ევთანაზიის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. საქართველოს პარლამენტმა რეგისტრაციაში გაატარა საკანონმდებლო წინადადება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ევთანაზიის პრაქტიკის დამკვიდრებას.

საქართველოს კანონმდებლობით ევთანაზია კვალიფიცირდება როგორც „უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე დაჟინებული თხოვნით“.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების შემუშავება განპირობებულია ქვეყნის ბიუჯეტის შევსების აუცილებლობით, რაც ხელს შეუწყობს უბრალო მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას. ლეონიდ ჩერნოვეცკის გათვლებით, შემოსავალი შეადგენს 1 000 000 000 დოლარს, რომელიც შემდგომში გაიზრდება!

საქმე ის არის, რომ სადღეისოდ ევთანაზიის მეთოდის გამოყენება მხოლოდ შვეიცარიაშია დაშვებული, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან მოქალაქეები, რაც ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს!

გარდა ამისა, ეს მეთოდი არის ჰუმანური!

„ამ კანონის მიღება არის მნიშვნელოვანი! მე ვთხოვ პარლამენტს, რომ მიაქციოს მას ყურადღება. ყოველდღიურად, უამრავი ჩვენი მოქალქე იტანჯება უმუშევრობისა და შიმშილისგან. ამ კანონის მიღება გახდის შესაძლებელს, რომ გაიზარდოს პენსიები და შემწეობის თანხა, გახდის ჩვენს ქვეყანას მიმზიდველს მდიდარი ტურისტებისთვის, შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს სამედიცინო ტურიზმის სფეროში“,- აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

საკანონმდებლო წინადადებით, ევთანაზიის მეთოდის გამოყენება იკრძალება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რამეთუ იგი ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ნორმებს, ხოლო საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური ქვეყანაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42