პარლამენტის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფი ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნაზე მუშაობას განაგრძობს
პოლიტიკა - 18:07, 18 Nov, 2018     516

პარლამენტის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფმა ეკა ბესელია ხელმძღვანელობით, რომლის მიზანი საქართველოს პარლამეტში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნაა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „პარლამენტის აპარატის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" ორგანიზებით, 17-18 ნოემბერს გასვლითი შეხვედრა ბორჯომში გამართა.

მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა პარლამენტის ღია მმართველობის (OGP) 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის მე-4 ვალდებულებაა და მისი ინიციატორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „პარლამენტის აპარატის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში".

შეხვედრა გახსნა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. მისი განცხადებით, შეხვედრის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესაბამისი ნაბიჯების განსაზღვრა.

,,რეფორმა მიზნად ისახავს მოქალაქეების მეტად დაახლოებას პარლამენტთან. მეტი სერვისის მიღებას და მეტად ჩართვას პარლამენტის საქმიანობაში. იგეგმება ახალი ინოვაციური ფორმატები და შეთავაზებები მოქალაქეებისთვის", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „პარლამენტის აპარატის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" ხელმძღვანელმა, თამარ ზოდელავამ.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენება საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ და გაეცნენ შესაბამის თანდართულ სტატისტიკურ მონაცემებს.

გასვლით შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა მომდევნო საქმიანობის ნაბიჯებიც განსაზღვრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42