არჩილ თალაკვაძე სამცხე-ჯავახეთში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს შეხვდა
პოლიტიკა - 14:38, 18 Nov, 2018     609

  • საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სამცხე-ჯავახეთში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს შეხვდა.

,,მინდა პირველ რიგში ჩვენი გუნდის სახელით ყველას მადლობა გადაგიხადოთ, რადგან სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა და იმ იდეამ, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად არის. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული არჩევანი. ერთ მხარეს დგანან ადამიანები ნიღბებში, თქვენ გახსოვთ ისინი და მათ მიერ ჩადენილი საქმეები. მეორე მხარეს კი ჩვეულებრივი, მართალი ადამიანები, თქვენი არჩეული ადამიანები. ეს არჩევანი დღეს განაპირობებს ჩვენს მომავალს. მათ სურთ წარსულით შეგვიცვალონ მომავალი, ჩვენ კი გვსურს ნამდვილი მომავალი გვქონდეს. ამაშია განსხვავება.

თქვენ გინდათ რომ ამ ადამიანებმა ნიღბები ჩამოიხსნან და თავიანთი ძველი სახე დაგვანახონ? თუ გინდათ რომ კარგი მომავალი გქონდეთ? თქვენ ხომ გინდათ რომ ეს ახალგაზრდები ჩაერთონ და შეცვალონ ქვეყანა უკეთესობისკენ?

მატყუარები რომ არიან საიდან ჩანს?! მათ წააგეს პირველი ტური, თანაც აქ ძალიან წააგეს, ხალხს კი ეუბნებიან რომ პირველი ტური მოიგეს და ახლა მეორე ტურის მოგებაც სურთ. აი რა სიცრუეს ეუბნებიან ადამიანებს. ჩვენმოვიგეთ პირველი ტური და მეორე ტურსაც მოვიგებთ, კიდევ უფრო დამაჯერებლად, თქვენთან ერთად.

მე მსურს ასევე მხარი დავუჭირო ჩემს თანაგუნდელებს, ჩემს ძმებს, თქვენ მიერ არჩეულ დეპუტატებს - ენზელ მკოიანს და იმ ადამიანებს, ვინ სამცხე-ჯავახეთს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტში. მაგარი დეპუტატები გყავთ და ეს არის ძალიან ძლიერი კავშირი თქვენსა და ჩვენ შორის. თუ შეურაცხყოფას მიაყენებენ ენზელს, თუ მოვლენ კიდევ უფრო მეტნი და თავს დაესხმებიან, ჩვენ კიდევ უფრო მეტნი შევგროვდებით და პასუხს გავცემთ 28 ნოემბერს. ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ! - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42