ოპოზიციას ცესკოს დისკრედიტაცია არჩევნების დელეგიტიმაციისათვის სჭირდება - ზაალ ანჯაფარიძე
პოლიტიკა - 14:06, 18 Nov, 2018     1102

„ოპოზიციის კრიტიკა იმის შესახებ, რომ ცეესკო საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს არ იცავს და ხმის მიცემისათვის ხელოვნურ ბარიერს ქმნის, გადაჭარბებულია. ეს აზრი სასამართლომაც გაიზიარა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის საჩივარი არჩევნების თარიღთან დაკავშრებით, არ დააკმაყოფილა. “ - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.

ანალიტიკოსის თქმით, ეს რომ ასე არ არის, არგუმენტად ისიც გამოდგება, რომ ცეესკომ უცხოეთში მოქმედ საარჩევნო უბნებს მუშაობის დრო საღამოს 12 საათამდე გაუგრძელა და მიუხედავად ამისა, არასამთავრობო სექტორი ცეესკოს საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბებაბში ადანაშაულებს.

„კანონი არ დარღვეულა და ცესკომ არჩევნების მეორე ტური იმ დღეს დანიშნა, რასაც კანონი მოითხოვდა. ის, რომ თბილისში მცხოვრებ და რაიონში რეგისტრირებულ მოქალაქეებს დაეზარებათ გამგზავრება და ხმის მიცემა და ა.შ. არის მხოლოდ ვარაუდებზე და განცდებზე აგებული მსჯელობები. კანონიდან გამომდინარე, არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს დაემთხვა, რაც არის ფაქტი. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც სამუშაო დღეს ჩატარდა, მაგრამ ამომრჩეველთა მოტივაცია მაღალი იყო. მასში რეკორდულმა რაოდენობამ, 2,6 მლნ ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. არმგონია ამ არჩევნებზე, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, ამომრჩეველს დემოტივაცია გაუჩნდეს და საარჩევნო ყუთებთან მისვლა ვერ შეძლოს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ის რომ არასამთავრობო სექტორი არჩევნების პროცესს ასე გულდასმით და კრიტიკულად აკვირდება, დემოკრატიის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს. თუმცა, სასურველია, არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში, ასეთივე მონდომებით და შემართებით ოპოზიციის ქმედებებსაც აკვირდებოდნენ.

„ის ბრალდებები, რაც ცეესკოს წინააღმდეგ ისმის არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობილ მიმართვაში, დამტკიცებას საჭიროებს და ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია არ არის. ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების ბრალდებები. აღმოჩნდა, რომ საზღვარგარეთ, ევროპასა და სხვა ქვეყნებში, ამომრჩევლად რეგისტრირებულია 60,000-მდე ჩვენი მოქალაქე საიდანაც, ტრადიციულად, არჩევნებში დაახლოებით 6000-მდე მოქალაქე იღებს მონაწილეობას, რაც არც ისე დიდი ელექტორალური რესურსია.“- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ, რომლის თქმითაც, ოპოზიციას ცესკოს დისკრედიტაცია არჩევნების დელეგიტიმაციისათვის სჭირდება, რათა შემდეგ საპროტესტო აქციებისათვის ნოყიერი ნიადაგი შექმნას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42