ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
პოლიტიკა - 13:33, 18 Nov, 2018     5354
„ქართული ოცნებისთვის“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტობის ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება პრინციპულია და ეს იმ ბილბორდებიდანაც ჩანს, რომლითაც ბოლო დღეებში მთელი საქართველო აჭრელდა. რატომ გადააწებეს ზურაბიშვილის ფოტოებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა თუ მამუკა ბახტაძის სახეები, ეს ცალკე საუბრის თემაა, თუმცა, აქ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რატომ არის „ოცნებისთვის“, კერძოდ, ივანიშვილისთვის ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება პრინციპული.

დავიწყოთ იმით, რომ ჯერ კიდევ მაშინ, სანამ საპრეზიდენტო კამპანია დაიწყებოდა, „ნიუპოსტი“ ფლობდა ინფორმაციას, რომ ივანიშვილი პუტინის ადმინისტრაციისგან მესიჯს ელოდებოდა, ვინ შეიძლება ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი, რომლის მიხედვითაც გადაწყდებოდა, რა შეთანხმება შეიძლება შემდგარიყო კრემლსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის.

ივანიშვილის კანდიდატობა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად იქნებოდა პუტინის მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც მოჩვენებითად, რუსეთი ქართულ ინტერესებთან ცალმხრივი არ იქნებოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ კრემლის გეგმაში ფასადური დათმობაც კი არ შედიოდა, ივანიშვილმა არ ისურვა გაერისკა და საბოლოო შეთანხმება სწორედ სალომე ზურაბიშვილზე მოხდა.

ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, რომელსაც კულუარებში ადასტურებენ, ზურაბიშვილის კანდიდატურა - არც მეტი, არც ნაკლები - კრემლში შეთანხმდა, მისი უშალო პროტეჟე თავად პუტინია.

რისთვის სჭირდება ივანიშვილს და შესაბამისად, პუტინს საქართველოს პრეზიდენტად ჩრდილოეთისგან მართული სუბიექტი? - ამის ერთი მიზანი იყო, პირველ ტურში, დამაჯერებელი გამარჯვების შემთხვევაში, დეკემბერში საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შემდგარიყო. ჰააგაში ზურაბიშვილის გზავნილების საქართევლოს საწინააღმდეგოდ გამოყენება, არ არის ის მაქსიმუმი, რაც ამ გარიგების მიზანს წარმოადგენდა.

როგორც „ნიუპოსტს“ ეუბნებიან, ამ შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს ნატოსკენ სვლის განელება და მოდერნიზებულ დსთ-ში გაერთიანება იქნებოდა.

საბოლოოდ, ჩვენ მივიღებდით საქართველოსთვის კატასტროფულად საზიანო საგარეო პოლიტიკური ნაბიჯებს, როგორიც იქნებოდა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების კომუნიკაცია, საქართველოს ომის დაწყებაში რუსული პოზიციის გამყარება, და რუსული ინტერესების შესაბამის თანამეგობრობაში გაწევრიანებაზე დიალოგის გადწყება. ამ ყველაფრის გვირგვინი კი ოკუპირებული ტერიტორიების ცალკე სუბიექტებად დსთ-ში გაწევრიანებაა, რაც ფაქტობრივად, მთელი პროცესის გათვალისწინებით, ამ ტერიტორიების საქართველოს ხელსუფლების მხრიდან ირიბ აღიარებას ნიშნავს.

რუსეთის ფედერაციის ინტერესი გასაგებია საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა, რთულია გაკეთდეს ანალიზი, რა ინტერესი ამოძრავებდა ბიძინა ივანიშვილს, გარდა იმისა, რომ ჩამოშლის პირას მყოფი ხელისუფლება, ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების დაზარალების ხარჯზე, რაიმე გზებით შეინარჩუნოს

ჩვენს ინფორმაციას ერთი გარემოებაც ადასტურებს. კერძოდ, როგორც ცნობილია, ამ დღეებში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის დუმის დელეგაცია ჩავიდა, რომელსაც საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიკტორ ვოლოდაცკი ხელმძღვანელობს.

ოფიციალური ინფორმაციით, დელეგაციის ვიზიტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დსთ-ში და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხებს შეეხება.

დელეგაცია ძირითადად ოსური წარმოშობის დეპუტატებით იყო დაკომპლექტებული.

რუსეთის დელეგაციის ოსური ეროვნების წევრებმა სხდომაზე სეპარატისტული რეგიონის დამკვირვებელ წევრად მიღების საკითხი წამოაყენეს, რაზედაც ე.წ. ოსეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ანატოლი ბიბილოვის სურვილია, რომ ე.წ. რესპუბლიკა პირდაპირ ორგანიზაციის წევრად იქნას მიღებული.

რუსეთის დელეგაცია მასპინძლებს დაპირდა, რომ გააძლიერებს ძალისხმევას ამ მიმართულებით, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს, არ დაუკონკრეტებია.

მართალია, კრემლის დელეგაციას არ დაუკინკრეტებია, მაგრამ აშკარაა, რომ „ძალისხმევის გაძლიერება“ იმ ფარული გეგმის რეალობაში მოყვანას გულისხმობს, რომელი ფარული გეგმითაც, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პრორუსი პოლიტიკოსი, ამ შემთხვევაში, ზურაბიშილი უნდა გახდეს. შემდეგ კი მოვლენები ისე განვითარდება, როგორც კრემლს აქვს ჩაფიქრებული.

P.S. ივანიშვილ-პუტინის ფარული გეგმის ნაწილადვე შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ისტერიკა, რომელიც ბოლო დროს „ოცნებამ“ ატეხა და რომელიც ჰააგის ტრიბუნალის მიერ ქართველი სახმედროების დამნაშავეებად გამოცხადებას ეხება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42